კალათბურთი

14:50 | 15.02.2018 | ნანახია 1506 - ჯერ

მამუკელაშვილის 17 ქულა ლიდერ “ქსავიერთან”

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” ამერიკის სტუდენტური ლიგის მატჩში “ქსავიერთან” 90:102 დამარცხდა, თუმცა ქართველმა ფორვარდმა ჩინებულად ითამაშა და “მეკობრეთაგან” ერთ-ერთი საუკეთესო იყო. სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი წამყვანი – “ბიგ ისთის” კონფერენციის აქამდე გამართულ 12 მატჩში მამუკელაშვილს ჯამში 11 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო მე-13 ტურის მატჩში კონფერენციის ლიდერთან ერთბაშად 17 ქულა მოაგროვა.

“ქსავიერი” ძალიან ძლიერი გუნდია და დღეს, “ვილანოვას” წაგებით ისარგებლა და კონფერენციაში პირველ ადგილზე გადავიდა. მამუკელაშვილს კი ლიდერთან მატჩში საკმაო სათამაშო დრო დაერთმო. აქამდე, კონფერენციის მატჩებში, მისი მაქსიმუმი 12 წუთი იყო, დღეს კი სანდრომ 21 წუთი ითამაშა და 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველ ფორვარდს თამაშის შანსი იმიტომაც მიეცა, რომ მისი გუნდი თავიდანვე ჩამორჩა და მეორე ნახევარში უკვე წასაგებად იყო განწირული. ბოძებული შანსი 18 წლის ქართველმა კარგად გამოიყენა და ყველას დაანახა, რომ სოლიდური მომავლის კალათბურთელია.

მამუკელაშვილმა 6-დან 4 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო და 1-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. “მეკობრეებში” მასზე მეტი – 30 ქულა მაილს პოუელმა და დეიზი როდრიგესმა (20) მიითვალეს.

6 მოგებითა და 7 მარცხით “სეტონ ჰოლი” 10-გუნდიან “ბიგ ისთის” კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. შემდეგი მატჩი მამუკელაშვილის გუნდს 18 თებერვალს, ერთ-ერთ აუტსაიდერ “დე პოლთან”, საკუთარ მოედანზე ელის.

GBF.GE

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:14 | 16.02.2018
ogafa (7601)

წარმატებები

23:36 | 15.02.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

https://www.youtube.com/watch?v=ZOr1-Tem430
თამაშილ ჩანაწერის ლინკია ვისაც გინდათ ყურება, საკაიფოდ იყომარა სანდრომ, ბოლოსკენ დაჟე გააცოცხლეს კიდეც თამაში, 6ქულამდე შეამცირეს სხვაობა, რაშიც სანდრომაც შეიტანა მისი დიდი წვლილი, თუმც ამოგება მაინც ვერ გაჩარხეს, მარა ნიჩევო... მოხსნებიდან კიდე მე რაც დავთვალე მეტოქის ფარზე მოხსნა ხუთჯერ... ერთი სიტყვით გამოაჩინა, რომ მეტი შეუძლია ვიდრე აქამდე აკეთებდა იმაზე და ეს კაი ამბავია...

15:01 | 15.02.2018
iloreli (2381)

დეიზი როდრიგესმა (20) ????????
დეიზი ქალის სახელი თუ რას გაუგებ ამერიკელებს...

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.067761