ფეხბურთი

14:23 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რონალდუს ხელი ლაზერმაც ვერ შეუშალა"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი პსჟ-სთან გამარჯვებით კმაყოფილი დარჩა. ფრანგმა განაცხადა, რომ ეს იყო გუნდური გამარჯვება და მისმა ფეხბურთელებმა დიდი სამუშაო შეასრულეს.

“ეს გუნდის გამარჯვებაა. ჩვენ უდიდესი სამუშაო შევასულეთ, როგორც ძირითად შემადგენლობაში მყოფმა ფეხბურთელებმა, ისე შეცვალზე შესულმა მოთამაშეებმა. რონალდუ ყოველთვის იქ გახლდათ, სადაც საჭირო იყო. პენალტის დროს მას ხელი ლაზერმაც ვერ შეუშალა. ახლა ჩვენ უკვე მომდევნო თამაშზე ვფიქრობთ”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, მადრიდის “რეალმა” პსჟ 3:1 დაამარცხა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 6 მარტს, პარიზში გაიმართება.

0.115425