ფეხბურთი

13:56 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ადრიენ რაბიო: "დიჟონთან" 8 გოლის გატანა ადვილია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე..."

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი ადრიენ რაბიო “რეალთან” მატჩს აფასებს. ფრანგი ფეხბურთელი გაბრაზებული ჩანდა და აღნიშნა, რომ პსჟ-სთვის “დიჟონთან” 8 გოლის გატანა ადვილია, მაგრამ მაღალი დონის თამაშებში ბოლოს ყოველთვის გოლს უშვებს

“იმედგაცრუებული ვარ. ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ბოლოს, როდესაც ასეთი დონის გუნდებს ვეთამაშებით, ყოველთვის გოლს ვუშვებთ. ყოველთვის ერთი და იგივეს ვამბობთ...

ადვილი და კარგია “დიჟონისთვის” 8 გოლის გატანა, თუმცა ეს ასეთ მატჩებშია გადამწყვეტი. ვეცდებით, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, მაგრამ ამ შედეგით სიტუაცია ძალიან გართულდა”, - უთხრა რაბიომ BeIn Sport-ს.

"დიჟონმა" კი რაბიოს აღნიშნულ განცხადებას ასე გამოეხმაურა:

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პსჟ-მ “რეალი” დაამარცხოს. გიხდით მადლობას! შესანიშნავია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ “დიჟონზე” საუბარი”, - წერს ფრანგული გუნდი საკუთარ ტვიტერზე.

შეგახსენებთ, ადრიენ რაბიომ “სანტიაგო ბერნაბეუზე” ანგარიში გახსნა, მაგრამ საბოლოოდ “რეალმა” 3:1 მოიგო. საპასუხო მატჩი პარიზში, 6 მარტს გაიმართება.

0.114803