კალათბურთი

11:53 | 15.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დურანტის 50 ქულამ "გოლდენ სტეიტი" ლიდერობის დაკარგვას ვერ გადაარჩინა

“გოლდენს სტეიტ უორიორზმა” მორიგი მარცხი განიცადა და დასავლეთ კონფენერენციაში ლიდერობა დაკარგა. სტივენ კერის გუნდი “პორტლენდთან” სტუმრად ვერაფერ ს გახდა და დაძაბულ მატჩში დამარცხდა – 123:117.

“უორიორზის” რიგებში მწირი სათამაშო დრო დაეთმო ზაზა ფაჩულიას, რომელმაც პარკეტზე 5 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ზაზამ 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოიპოვა.

“მეომართა” რიგებში საუკეთესო კევინ დურანტი გახლდათ. მის ანგარიშზე 37 წუთში 50 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი და 2 დაფარებაა. თუმცა, კევინს მხარი ვერავინ აუბა. კლეი ტიმპსონმა და სტეფ კარიმ მატჩი 17-17 ქულით დაასრულეს, ხოლო დრეიმონდ გრინის აქტივში 16 ქულა იყო.

გამარჯვებულთა შორის კი, დამიან ლილარდი გამოირჩა ჩინებული თამაშით: 39 წუთი, 44 ქულა, 3 მოხსნა, 8 პასი, 2 ჩაჭრა.

დღესვე, “ჰიუსტონ როკეტსმა” შინ “საკრამენტო კინგსი” დაამარცხა და დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა. მოქმედი ჩემპიონი “გოლდენ სტეიტი” კი, ამჟამად მეორე საფეხურზე იმყოფება.

0.132568