ფეხბურთი

21:18 | 14.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

უჩა ლობჟანიძე ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე საქართველოში დაბრუნდა და ახალი სეზონიდან ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. 30 წლის ფეხბურთელი ამიერიდან საქართველოს 2016 წლის ჩემპიონის, “სამტრედიას” ღირსებას დაიცავს.

იმრული გუნდის ვებგვერდის ინფორმაციით, ლობჟანიძე “სამტრედიაში” 2018 წლის ბოლომდე ითამაშებს, ხოლო გუნდთან ერთად ვარჯიშს 15 თებერვლიდან შეუდგება. მოგეხსენებათ, “სამტრედია” ამჟამად თურქეთში შეკრებაზე იმყოფება.

რაც შეეხება ლობჟანიძეს – ბოლოს ყაზახურ “ატირაუში” თამაშობდა, რომლის რიგებშიც 23 მატჩი ჩაატარა. სხვადასხვა დროს კი უთამაშია თბილისის “დინამოს”, “ზესტაფონის”, “დნიპროს”, “კრივბასისა” და “ომონიას” შემადგენლობაში.

უჩა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 2008 წლიდანაა და დღემდე 53 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116287