თამაშგარე

23:29 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიადაზე რუს გულშემატკივრებს ლენინის დროშები წაართვეს

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე რუსმა გულშემატკივრებმა “თავი გამოიჩინეს” და ვლადიმერ ლენინის დროშები ააფრიალეს. ოლიმპიადის ორგანიზატორებმა რუსებს ლენინის დროშები ჩამოართვეს, აღნიშნულ ინფორმაციას Gazeta.ru ავრცელებს.

“ეს დროშები არაა აკრძალული, ჩვენ წავიკითხეთ წესები და რუს მოხალისეებსაც ვკითხეთ”- განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა გულშემატკივარმა.

წყაროს ცნობით, ოლიმპიადაზე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მოქალაქეებმა ცადეს აკრძალული დროშის გაშლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113483