კალათბურთი

19:23 | 13.02.2018 | ნანახია 1398 - ჯერ

ზაზას ნაყოფიერი შეხვედრა “ფინიქსთან”

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” შინ “ფინიქსი” 129:83 გაანადგურა. ზაზა ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 4 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, “ფინიქსის” გადანდგურება მეორე პერიოდში დაიწყო. ფინიქსელებმა მეტოქეს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს.

მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა ფეიტონმა ჩააგდო. “გოლდენ სტეიტში” 22 ქულით, 9 მოხსნით და 7 პასით სტეფ კარი გამოირჩა.

“ოკლენდელები” მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე “პორტლენდს” შეხვდებიან, მატჩი 15 თებერვალს თბილისის დროით 07:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:18 | 14.02.2018
იკა..იუვე..10 (3808)

ნაყოფიერი 4 ქულიანი შეხვედრა

14:24 | 14.02.2018
sabonis (7549)

5 პასი 6 მოხსნა არაფერია?

14:41 | 14.02.2018
NudeDude (667)

+1

00:11 | 14.02.2018
ogafa (6289)

ყოჩაღ

22:01 | 13.02.2018
sabonis (7549)

კასპი აშკარად იმსახურებს მეტ დროს.

სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.053584