ფეხბურთი

20:50 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო – სერია A-ს ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელი

“მილანის” თავკაცი ჯენარო გატუზო იტალიის სერია A-ს ყველაზე დაბალანაზღაურებადი მწვრთნელია. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, “რინო” “როსონერიში” ჯერ კიდევ იმ გასამრჯელოზე მუშაობს, რაც მანამდე, “მილანის” ახალგაზრდულ გუნდში ჰქონდა. გატუზო ამჟამად სეზონში მხოლოდ 120 ათას ევროს გამოიმუშავებს.

წყაროს ცნობით, გატუზოს კონტრაქტის გაუმჯობესება გუნდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ლომბარდიული გრანდი ჩაიბარა, ქულების რაოდენობით მხოლოდ “იუვენტუსს” (28), “ნაპოლის” (25) და “უდინეზეს” ჩამორჩება (21).

შეგახსენებთ, ჯენარო გატუზომ “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გასული წლის ნოემბერში ვინჩენცო მონტელა შეცვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113521