კალათბურთი

15:24 | 13.02.2018 | ნანახია 682 - ჯერ

საქართველო – გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

საქართველოსა და გერმანიის საკალათბურთო ნაკრებთა მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო. ბილეთების ღირებულება 5, 10, 15, 20, 25 ლარია და შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე TKT.GE

თამაში 25 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველად მონაწილეობს და შესაბამისად, ასეთი რანგის შეხვედრა თბილისში პირველად ჩატარდება.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი კალათბურთელები გერმანიასთან შეხვედრამდე ორი დღით ადრე, მესამე ტურის მატჩს ავსტრიაში ადგილობრივ ნაკრებთან ჩაატარებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ამ ეტაპზე ქვეჯგუფში ორი წაგებით მესამე ადგილზე იმყოფება.

Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:43 | 15.02.2018
xxl_777 (2144)

ამ ფასიანებში ჯერ მითითებულია წინ ოღონდ ყველაზე უვარგისი ადგილები,დანარჩენზე მითითებულია,რომ არ იყიდება

10:41 | 15.02.2018
xxl_777 (2144)

საქართველო გერმანიის თამაშზე მინდა ბილეთების შეძენა,მაგრამ რა პრინციპით იყიდება ამ საიტზე? 25 ლარიანი ბილეთი მინდოდა და 25-იანებში რაც შედის ჯერ რაც შეიძლება უვარგისი ადგილები უნდა გაყიდოთ და მერე დანარჩენი?

21:26 | 13.02.2018
ogafa (7815)

წარმატებები

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.080397