სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

14:58 | 13.02.2018 | ნანახია 1585 - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “მოედანზე უფრო ძლიერი დავბრუნდები”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “კრასნოდარის” შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი მძიმე ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის. 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა რუსული კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას განაცხადა, რომ თამაშის განახლებას მოუთმენლად ელის და მოედანს უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

“როცა ტრავმისა და ექვსთვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დავუბრუნდი, პატარა ბიჭივით მიხაროდა. “ლოკომოტივთან” მატჩში რომ დავშავდი, ტრავმა სერიოზული არ მეგონა, აი “არსენალთან” კი მივხვდი, რომ რთული მდგომარეობა იყო. აღდგენითი პროცესის მეორედ გავლა იოლი არაა, თუმცა ამ დროს უკვე იცი რა უნდა გააკეთო. ტრიბუნიდან ფეხბურთის ყურება ძნელია, მინდა გუნდს დავეხმარო. ვფიქრობ, ერთ თვეში სრული დატვირთვით ვარჯიშს შევძლებ, თვენახევარში კი თამაშს. ვიცი, ძნელი იქნება, მაგრამ უფრო ძლიერი დავბრუნდები” - აცხადებს ოქრიაშვილი.

შეგახსენებთ, თორნიკე ოქრიაშვილმა გასული წლის სექტემბერში, მაშინ როცა მძიმე ტრავმის მოშუშების მერე მოედანზე ახალი დაბრუნებული იყო, ტულის “არსენალთან” მატჩში მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და მას შემდეგ არ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:36 | 14.02.2018
ogafa (7395)

წარმატებები

10:25 | 14.02.2018
johnsilver (336)

დიდი ჰუმანისტი და მამულიშვილია ნამდვილად.

15:27 | 13.02.2018
# KoRBeN DaLLaS # (12308)

ჯერ მისი სათამაშო სტილისა და უნარების და რაც მთავარია, ნაკრებისადმი დამოკიდებულების გამო ვცემ ამ კაცს უდიდეს პატივს.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.053392