თამაშგარე

11:34 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გერმანელმა პორნოვარკვლავმა თავი საფეხბურთო კლუბის მაისურებზე დაირეკლამა

აქამდე საფეხბურთო მსოფლიომ კი არა, თავად “ბუნდესქვეყნელებმაც“ კი ნაკლებად იცოდნენ გერმანული საფეხბურთო კლუბის - “ობერვიურცბახის“ არსებობის შესახებაც კი. თუმცა, აგერ რამდენიმე თვეა, რაც ამ კლუბის სახელი მსოფლიოს ბულვარული პრესის ფურცლებზე ზიმზიმებს.

საქმე ისაა, რომ ამ სამოყვარულო კლუბმა არად ჩააგდო გერმანიის კანონი პორნოგრაფიიის ღიად გავრცელების აკრძალვის შესახებ და მისი სპონსორის, გერმანელი პორნოვარსკვლავის, ლენა ნიტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართი ფეხბურთელებმა მაისურებზე დაიწერეს, რასაც დიდი ამბები მოჰყვა...

საბოლოო ჯამში, “ობერვიურცბახის“ ჯიბეცარიელ მფლობელებს მაინც მოუწიათ ქალბატონი ლენას სპონსორობაზე უარის თქმა და ხორცპროდუქტების მწარმოებელ ფირმასთან დადეს ახალი კონტრაქტი. მაგრამ ლენა ნიტრო ამ ამბავმა სულაც არ გააბრაზა და ამ გულღია ასულმა განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია მისი პერსონის ასეთი დარეკლამებით. ხუმრობა საქმე ხომ არაა - ლენას სახელი ლამის მთელმა მსოფლიომ გაიგო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112648