სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:46 | 13.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს იდეალური, ვარდის მიღწევა, მეპასე დე ბრუინი და სხვა...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

WORLDSPORT.GE აგრძელებს რუბრიკას "ტოპ ჩემპიონატები" - ყოველი ტურის დასრულების შემდეგ გთავაზობთ ინგლისის პრემიერლიგის, იტალიის სერია A-ს, ესპანეთის ლა ლიგის, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს, ფაქტებს, ისტორიულ მიღწევებს. მაშ ასე, ტოპ ჩემპიონატები ერთ გვერდზე...

საფრანგეთი, ლიგა 1

2 – “რენმა” მიმდინარე სეზონში ოთხეულში მყოფ ორ გუნდს სტუმრად მოუგო. 2017 წლის სექტემბერში “მარსელს” (3:1) და გასულ უიქ-ენდზე “ლიონს” (2:0).

353 – ფლორენ ტოვინს ლიგა 1-ის ოთხეულში მყოფ გუნდებთან გოლი ყოველ 353 წუთში ერთხელ გააქვს. თუმცა, მთლიანად ლიგა 1-ში გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს – გოლი ყოველ 136 წუთში ერთხელ.

1 – ლებო მოტიბა “ლილის” პირველი ფეხბურთელია 2013 წლის თებერვლის შემდეგ, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. მაშინ იგივე დივოკ ორიჯიმ გაიტანა.

19 და 3 – ჟულ კუნდე “ბორდოს” ყველაზე ახალგაზრდა მცველია, რომელმაც ლიგა 1-ში გოლი გაიტანა (19 წელი და 3 თვე). მასზე ახალგაზრდულ ასაკში 1986 წლის მარტში “ოსერს” ალან როშემ გაუტანა (18 წელი და 5 თვე).

30 – ნეიმარმა ლიგა 1-ის 18 მატჩში 30 გოლში მიიღო მონაწილეობა და ეს უკეთესი შედეგია, ვდრე გასულ წელს “ბარსელონასთან” ერთად 37 მატჩში აჩვენა.

6 – ფლორენ ტოვინმა ბოლო 7 დარტყმიდან 6 გოლი გაიტანა.

9 – ფლორენ ტოვინმა 2018 წელს 9 გოლში მიიღო მონაწილეობა (6 გოლი, 3 პასი) და ტოპ 5 ჩემპიონატში მიმდინარე წელს ეს საუკეთესო შედეგია.

20 – ნაბილ ფეკირი პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 20 გოლის გატანა მოახერხა.

გერმანია, ბუნდესლიგა

5 – მიჩი ბატშუაიმ ბუნდესლიგაში კარში ხუთჯერ დაარტყა და 3 გოლი გაიტანა.

200 – ტომას მიულერმა 275 ბუნდესლიგური მატჩიდან 200 მოიგო და ამ შედეგს ყველაზე სწრაფად უწია.

132 – “ბაიერნს” უკვე 132 თამაშია არ წაუგია, რომლის პირველი ტაიმი მოიგო (123 მოგება, 9 ფრე).

11 – რობერტ ლევანდოვსკი მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგის ზედიზედ 11 მატჩში გოლის გატანა შეძლო. იგივე 1972-1973 წლების სეზონში “გლადბახის” მაისურით იუპ ჰაინკესმა გააკეთა.

200 – დავიდ ალაბა ყველაზე ახალგაზრდა ლეგიონერია ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელმაც 200 თამაშის ჩატარება შეძლო.

2014 – მარიო გიოტცემ ანდრე შურლეს გადაცემით გოლი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ პირველად გაიტანა.

5 – ზამთარში შეძენილმა სიმონ ტეროდემ “კიოლნის” ბოლო რვა გოლიდან 5 გაიტანა. გარდა ამისა, ის მიმდინარე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

4 – “აინტრახტმა” ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით ბუნდესლიგაში 4 გოლის გატანა პირველად მოახერხა.

2 – “ჰერტამ” იმდენივე გოლის გატანა შეძლო გასულ უიქ-ენდზე (2), რამდენიც მეორე წრის სასტარტო ოთხ მატჩში ერთად გაიტანა.

4 – მიჩი ბატშუაიმ “დორტმუნდის” რიგებში 4 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 1 პასი).

1 – ვალენტინო ლაზარო პირველი ავსტრიელია, რომელმაც “ჰერტას” რიგებში გოლი გაიტანა.

9 – ადამ სჟალაიმ 9 გოლში მიიღო მონაწილეობა ბოლოს ჩატარებული 10 მატჩიდან, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო (7 გოლი, 2 პასი).

6 – ანტე რებიჩმა მეექვსე გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში “აინტრახტისთვის” და მხოლოდ სებასტიან ჰალერს ჩამორჩება (12).

284 – ლუკაშ პიშჩეკმა “დორტმუნდის” მაისურით 284-ე მატჩი ჩაატარა და შტეფან შაპუიზას გაუტოლდა. “ბორუსიას” რიგებში ლეგიონერთა შორის უფრო მეტჯერ მხოლოდ ბრაზილიელ დედეს აქვს ნათამაშები (398 თამაში).

259 – მარკო როისმა 259 დღის შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა.

600 – “ფრაიბურგმა” ბუნდესლიგაში საიუბილეო, მე-600 მატჩი ჩაატარა.

4 – ნაბი კეიტამ მიმდინარე სეზონში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (4).

100 – “ლაიფციგმა” ბუნდესლიგაში მეასე გოლი გაიტანა (56 მატჩში). 1967 წლის შემდეგ ამ ნიშნულისთვის ასე სწრაფად არავის მიუღწევია. მაშინ “გლადბახმა” 100 გოლი საწყის 54 შეხვედრაში გაიტანა.

იტალია, სერია A

47% - “ნაპოლიმ” მიმდინარე სეზონში გოლების 47% (15-დან 7) პირველ 15 წუთში გაუშვა და ეს ტოპ 5 ჩემპიონატებში ამ მონაკვეთისთვის ყველაზე ცუდი შედეგია.

1 – ჯენგიზ უნდერი პირველი თურქი ფეხბურთელია 2002 წლის შემდეგ, რომელმაც სერია A-ში დუბლი შეასრულა. მაშინ იგივე ემრე ბელოზოღლუმ გააკეთა 2002 წლის დეკემბერში “ინტერი” – “ლაციოს” მატჩში.

800 – “რომამ” სერია A-ში 800 თამაში მოიგო და გახდა მეოთხე გუნდი, რომელმაც ამ ნიშნულს უწია “იუვენტუსის”, “ინტერისა” და “მილანის” შემდეგ.

3 – ჯენგიზ უნდერმა სამი გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა ბოლო ორ მატჩში. ეს უკეთესი შედეგია, ვიდრე მანამდე 14 მატჩში ჰქონდა.

528 – “ბენევენტომ” სტუმრად გოლი 528 წუთის შემდეგ გაიტანა. ბოლოს ჩიჩირეტის ჰქონდა “იუვენტუსთან” გასვლაზე გოლი გატანილი.

57 – ანდრეა ბელოტიმ გოლი 57 დღის შემდეგ პირველად გაიტანა.

10 – “ინტერმა” 10 მატჩიანი მოუგებელი სერიაა დაასრულა ყველა ტურნირის ჩათვლით.

1:31 – ედერმა “ბოლონიას” 1:31 წამზე გაუტანა და ეს “ინტერის” ყველაზე სწრაფი გოლია 2007 წლის თებერვლის შემდეგ. მაშინ “კიევოს” ადრიანომ 43-ე წამზე გაუტანა.

4 – ედერმა ბოლო ოთხ მატჩში, რომელიც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, გოლი გაიტანა (5 გოლი ჯამში).

63 – “ნაპოლიმ” 24 ტურში 63 ქულა მოიპოვა და ეს ისტორიაში მეორე შედეგია. ამაზე უკეთესი მაჩვენებელი 24 ტურისთვის 2006-2007 წლების სეზონში მხოლოდ “ინტერს” ჰქონდა (66 ქულა).

4 – სტეფან დე ვრეიმ მიმდინარე სეზონში მეოთხე ზუსტი დარტყმა განახორციელა და ოთხივე შემთხვევაში გოლი გაიტანა.

100 – მაურიციო სარი “ნაპოლის” სერია A-ში მეასედ გაუძღვა (71 მოგება, 18 ფრე, 11 წაგება).

6 – “ატალანტა” სტუმრად ზედიზედ 6 მატჩია დაუმარცხებელია (4 მოგება, 2 ფრე) და ასეთი კარგი სერია 2015 წლის მაისის შემდეგ არ ჰქონია.

4 – “მილანმა” ბოლო ხუთ მატჩში 4 მოიგო და ეს უფრო მეტია, ვიდრე მანამდე 15 შეხვერდაში მოგებული თამაშების რაოდენობა.

1 – პატრიკ კუტრონემ სერია A-ში დუბლი პირველად შეასრულა.

1:41 – პატრიკ კუტრონემ “სპალს” 1:41 წამზე გაუტანა და ეს “მილანის” ყველაზე სწრაფი გოლია სერია A-ში 2013 წლის შემდეგ. მაშინ შალი მუნტარიმ “იუვენტუსს” უფრო სრაფად გაუტანა.

46 – “იუვენტუსის” ბურთების ბალანსი +46 გახლავთ და მხოლოდ ოთხი შემთხვევა იყო ისტორიაში, როდესაც 24 ტურისთვის ამაზე უკეთესი მაჩვენებელი ჰქონოდეს რომელიმე გუნდს. ბოლოს “ფიორენტინას” 1958-1959 წლების სეზონში ჰქონდა უკეთესი შედეგი (+52).

4 – ფედერიკო ბერნარდესკიმ ძირითადი შემადგენლობიდან 6 მატჩი დაიწყო და ოთხჯერ გოლის გატანა მოახერხა.

1 – “იუვენტუსმა” “ფიორენტინასთან” პირველ ტაიმში კარში ერთხელ დაარტყა. ბოლოს “ბიანკონერის” ასეთი ცუდი შედეგი 2015 წლის აგვისტოში “რომასთან” ჰქონდა.

500 – ჯანლუიჯი ბუფონმა “იუვენტუსის” მაისურით სერია A-ში მე-500 მატჩი ჩაატარა.

ესპანეთი, ლა ლიგა

1 – კლარენს ზეედორფი პირველი ჰოლანდიელი მწვრთნელია, რომელმაც ლა ლიგის სადებიუტო მატჩი წააგო.

3 – ლორენ მორონმა “ბეტისის” რიგებში პირველი ოთხი დარტყმიდან მესამე გოლი გაიტანა (2 მატჩში).

7 – კრიშტიანუ რონალდუმ “რეალში” (ყველა ტურნირის ჩათვლით) მეშვიდე იდეალური ჰეთ-თრიქი შეასრულა (გოლები მარცხენა, მარჯვენა ფეხით და თავით). ჯამში 43-ე ჰეთ-თრიქი. ლიონელ მესის “ბარსელონაში” 39 ჰეთ-თრიქიდან იდეალური ჰეთ-თრიქი არასდროს შეუსრულებია.

2000 – “სევილია” სანამ “ჟირონას” დაამარცხებდა, ლა ლიგის ახალწვეული ბოლოს საკუთარ მოედანზე 1999-2000 წლების სეზონში ჰყავდა დამარცხებული (“ნუმანსია” 4:0).

4 – დანი პარეხოს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ყველაზე მეტი პენალტი აქვს გატანილი (ოთხიდან ოთხი).

1 – ხერარდ მორენომ საჯარიმოს გარედან ლა ლიგაში პირველად გაიტანა.

0 – “ბარსელონამ” “ხეტაფესთან” პირველ ტაიმში კარში ვერ დაარტყა. “ბლაუგრანას” საკუთარ მოედანზე ასეთი რამ ბოლოს 2012 წლის აპრილში, “რეალთან” დაემართა.

300 – ლიონელ მესიმ “კამპ ნოუზე” ყველა ტურნირის ჩათვლით მე-300 მატჩი ჩაატარა (309 გოლი).

4 – პაბლო სარაბია ბოლო ოთხ მატჩში ზედიზედ ახერხებს საგოლე კომბინაციაში უშუალო მონაწილეობას და ასეთი რამ პირველად გააკეთა (3 გოლი, 2 პასი).

3 – კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში, რომელმაც იდეალური ჰეთ-თრიქი შეასრულა.

23 – კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 23 გოლის გატანა შეძლო (ყველა ტურნირის ჩათვლით). 2016-2017 წლების სეზონში 28 შეხვედრაში 21 გოლი ჰქონდა გატანილი. აღსანიშნავია, რომ წელს უფრო ცოტა წუთი აქვს ნათამაშები (2344 – 2493).

4 – მარსელომ 2018 წელს 4 გოლში მიიღო მონაწილეობა (1 გოლი, 3 პასი) და ეს მცველებს შორის საუკეთესო შედეგია.

6 – კრიშტიანუ რონალდუმ ლა ლიგის მეორე წრეში ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

14 – კრიშტიანუ რონალდუმ “სანტიაგო ბერნაბეუზე” “სოსიედადს” მე-14 გოლი გაუტანა.

1 – ლუკას ვასკესმა მიმდინარე სეზონში “რეალის” ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა (00:49 წამი).

11 – “რეალი” “სოსიედადთან” უკვე 11 მატჩია სახლში წაუგებელია (10 მოგება, 1 ფრე). ბასკებმა მადრიდში ბოლოს 2004 წლის მაისში მოიგეს (4:1).

9 – “ატლეტიკო” მეორე გუნდია, რომელსაც 23 ტურის შემდეგ მხოლოდ 9 გოლი აქვს გაშვებული. იგივე შედეგი 1993-1994 წლების სეზონსი “დეპორტივოს” ჰქონდა.

150 – დიეგო სიმეონემ “ატლეტიკოს” თავკაცის რანგში 150-ე თამაში მოიგო ლა ლიგაში.

19 – თუ ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ათვლას 2017 წლის დეკემბრიდან დავიწყებთ, “ალავესი” ჩემპიონთა ლიგის ზონაში იქნებოდა (19 ქულა).

2 – როდრიგო ელის ლა ლიგაში ორივე გოლი “ვილიარეალის” კარში აქვს გატანილი.

2 – “ლას პალმასმა” ზედიზედ ორ მატჩში არ გაუშვა გოლი და ბოლოს ასეთი კარგი სერია 2016 წლის მარტში ჰქონდა.

ინგლისი, პრემიერლიგა

4 – “ჩელსიმ” ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით “ვესტ ბრომვიჩს” ოთხიდან ოთხი მატჩი მოუგო და გოლიც არ გაუშვია.

7 – ედენ აზარს “ვესტ ბრომვიჩის” კარში 7 გოლი დაუგროვდა და ეს მისთვის საუკეთესო შედეგია.

104 – ედენ აზარმა “ჩელსისთვის” 104 პრემიერლიგურ გოლში მიიღო მონაწილეობა (67 გოლი, 37 პასი). მხოლოდ დიდიე დროგბას (159) და ფრენკ ლამპარდს (237) აქვთ უკეთესი შედეგი.

6 – ჯეიმი ვარდი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ სეზონში “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “მანჩესტერს”, “სიტის”, “არსენალსა” და “ლივერპულს” გაუტანა.

23 – პრემიერლიგაში მისი დებიუტიდან (2014 წლის აგვისტო) ჯეიმი ვარდიმ დიდი ექვსეულის წარმომადგენლებს ყველაზე მეტი გოლი გაუტანა (23).

50 – იურგენ კლოპმა “ლივერპულის” თავკაცის რანგში 50 თამაში მოიგო 95 მატჩიდან (50 მოგება, 28 ფრე, 17 წაგება). ბრენდან როჯერსს 95 მატჩში ასეთი შედეგი ჰქონდა (50 მოგება, 23 ფრე, 22 წაგება).

29 – მოჰამედ სალაჰმა მიმდინარე სეზონში 29 გოლში მიიღო მონაწილეობა (22 გოლი, 7 პასი). “წითლებში” სადებიუტო სეზონში ასეთი კარგი შედეგი აქამდე არავის ჰქონია.

20 – რობერტო ფირმინომ სეზონში 20 გოლის გატანა 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად შეძლო. ბრაზილიელმა მაშინ “ჰოფენჰაიმში” 22 გოლი გაიტანა.

6 – ჟოზე მოურინიომ რაფა ბენიტესის წინააღმდეგ მეექვსე თამაში წააგო. მხოლოდ პეპ გვარდიოლასთან აქვს პორტუგალიელს უარესი შედეგი (9 წაგება).

43 – მატ რიჩის 43 დარტმიდან გოლი ჯერ კიდევ არ აქვს გატანილი და ეს მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

32 – ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 32-ე გოლი გაიტანა და ეს ოთხით მეტია მეორე შედეგთან ტოპ ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებს შორის.

4 – სერხიო აგუერომ 4+ გოლი პრემიერლიგაში მესამედ გაიტანა.

20 – სერხიო აგუერო მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც 20+ გოლი ზედიზედ 4 სეზონის განმავლობაში გაიტანა – ალან შირერი, ტიერი ანრი და ჰარი კეინი.

77 – “ვერდერში” დებიუტიდან მოყოლებული (2012 წლის აგვისტო) კევინ დე ბრუინმა ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე მეტი საგოლე პასი გააკეთა (77). მეოე ადგილზე ლიონელ მესია (76 პასი).

3 – კევინ დე ბრუინმა “სიტის” რიგებში ერთ მატჩში სამი საგოლე პასი პირველად გააკეთა.

7 – სერხიო აგუერომ “ეტიჰად სთედიუმზე” მიჯრით 7 მატჩში პირველად გაიტანა.

4 – ჯეიმი ვარდიმ ზედიზედ 4 მატჩში გაიტანა და ეს მისი ყველაზე კარგი სერიაა მას შემდეგ, როდესაც 2015-2016 წლების სეზონში მიჯრით 11 შეხვედრაში გაიტანა.

74 – რაჰიმ სტერლინგმა 2012 წლის ამრტიდან მოყოლებული (დებიუტიდან) 74 გოლში მიიღო მონაწილეობა (46 გოლი, 28 პასი). ამ დროში მასზე უკეთესი შედეგი ინგლისელებს შორის მხოლოდ ჰარი კეინსა (114) და უეინ რუნის (109) აქვთ.

307 – ტომ დევისმა “ევერტონისთვის” პირველი გოლი გაიტანა 2017 წლის 9 აპრილის შემდეგ (307 დღე).

2 – შერდან შაჩირიმ პრემიერლიგაში ზედიზედ ორ შეხვედრაში გოლის გატანა პირველად მოახერხა.

17 – 2012 წლის იანვრიდან (დებიუტიდან) გილფი სიგურდსონმა საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (17).

5 – გასულ უიქ-ენდამდე “ვესტ ჰემს” მოგებული არ ჰქონდა ის მატჩი, რომელშიც გოლი ხავიერ ერნანდესმა გაიტანა (0 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება).

2 – “ბრაიტონმა” ნოემბრის შემდეგ ზეიდზედ ორ საგარეო მატჩში გოლი პირველად გაიტანა.

4 – ჟოზე იზკუერდომ “ბრაიტონის” ბოლო 7 გოლიდან ოთხში მონაწილეობა მიიღო (2 გოლი, 2 პასი).

9 – პეტერ ჩეხმა უკვე ზედიზედ 9 მატჩში ვერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა და ეს მის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი ცუდი სერიაა.

7 – ჰარი კეინმა ჩრდილოეთ ლონდონურ დერბში მეშვიდე გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ ემანუელ ადებაიორს აქვს გატანილი (8).

124 – ჰარი კეინს ჩრდილოეთ ლონდონურ დერბში გოლი ყოველ 124 წუთში ერთხელ გააქვს. ამაზე კარგი შედეგი მხოლოდ ტიერი ანრის აქვს (გოლი ყოველ 114 წუთში). აღსანიშნავია, რომ სტატისტიკაში ის ფეხბურთელებია გათვალისწინებული, რომელთაც მინიმუმ 20 მატჩში ჩაატარეს ხსენებულ დერბში.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.112381
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X