ფეხბურთი

23:17 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დღის კითხვა: სად ვუყუროთ ჩემპიონთა ლიგას?!

სიახლეა ქართულ ტელესივრცეში – დამდეგი სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგა საქართველოში მხოლოდ "სილკ სპორტის" ეთერში გადაიცემა. როგორც ტელეკომპანიის ფეისბუქგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ექსკლუზივი სამი წლის განმავლობაში ექნებათ.

მოგეხსენებათ, "სილკ სპორტის" არხთა უმეტესობა ფასიანია და შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს მისი ხილვის შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ყოველ სათამაშო დღეს, ტურის ერთი ცენტრალური მატჩი აუცილებლად "სილკ უნივერსალის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ეს არხი კი, მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მაუწყებლობს. უნივერსალზე ერთი გამორჩეული შეხვედრის გადაცემის აუცილებლობა კონტრაქტში ოფიციალურადაა გათვალისწინებული.

მოკლედ, შიში იმის შესახებ, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩებოდა, რეალობას არ შეესაბამება.

აქვე გეტყვით, რომ საქართველოში უეფას ჩემპიონთა ლიგის მაუწყებლობას 1998-2015 წლებში “რუსთავი 2” ახდენდა. ამჟამად კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე მიმდინარეობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124682