ფეხბურთი

21:05 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეფენბერგი რიბერისა და რობენს რეკომენდაციას უწევს

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი შტეფან ეფენბერგი არიენ რობენისა და ფრენკ რიბერის “რეკორდმაისტერში” დარჩენა-გაშვების თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გამოცდილი ნახევარმცველების კონტრაქტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

“რობენისა და რიბერის ფიზიკური მონაცემები სავსებით დააკმაყოფილებს ყველა გუნდის მოთხოვნებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაუხანგრძლივონ მათ. ბუნებრივია, რომ გადაწყვეტილების მიღება დიდწილად გუნდის მთავარ მწვრთნელზე იქნება დამოკიდებული, თუმცა შემიძლია მას მეგობრული რჩევა მივცე”, - განაცხადა ეფენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ ეფენბერგი “ბაიერნის” შემადგენლობაში 1990-1992 და 1998-2002 წლებში თამაშობდა. საფეხბურთო კარიერა კი “ალ-არაბიში” 2004 წელს დაასრულა, რის შემდგომ ჯერ სპორტულ ჟურნალისტიკას მიჰყო ხელი, მერე კი სამწვრთნელო ასპარეზზეც მოსინჯა ძალები - 2015-2016 წლებში “პადერბორნს” თავკაცობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115015