ფეხბურთი

17:27 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კუტრონე მბაპეს შემდგომ მეორეა

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი პატრიკ კუტრონე შესანიშნავ სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონში იტალიელმა 12 გოლის გატანა მოახერხა და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის ბომბარდირთა დავაში კილიან მბაპეს შემდგომ მეორეა.

კუტრონემ სერია A-ში მეტოქეთა კარის დალაშქვრა 5-ჯერ მოახერხა, ამდენივე გოლი დაუგროვდა ევროპა ლიგაზე, 2 გოლის გატანა კი იტალიის თასზე შესძლო.

რაც შეეხება კილიან მბაპეს - “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა. აქიდან: 9 გოლი საფრანგეთის ჩემპიონატში, 4 – ჩემპიონთა ლიგაზე, 2 კი საფრანგეთის თასზე.

0.112389