ფეხბურთი

16:14 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “ხელმძღვანელობის დარწმუნებას ვერ ვახერხებ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მისი სუსტი და ძლიერი მხარეების გამოვლენა სცადა და განაცხადა, რომ მას არ გამოსდის დაარწმუნოს ხელმძღვანელობა, გუნდი ახალი ფეხბურთელებით გააძლიერონ.

ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აპირებს თუ არა შემადგენლობის გაძლიერებას, იტალიელმა სპეციალისტმა შემდეგნაირად უპასუხა:

“როდესაც საქმე ახალი მოთამაშეების ყიდვაზე დგება, მე მაქვს სრული კატასტროფა და ეს დიდი პრობლემაა, რადგან ვერ ვარწმუნებ ხელმძღვანელობას იყიდონ ფეხბურთელები.

როგორც წესი, ჩემი მოვალეობაა საუკეთესო შედეგის მიღწევა იმ შემადგენლობით, რომელიც მყავს. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუმცა ახალი მოთამაშეების შეძენა კლუბის ინტერესებში უნდა შედიოდეს.

ვფიქრობ, რომ მე ვარ ერთ-ერთი იმ მწვრთნელთაგან, რომლებიც მოთამაშეებს უნარ-ჩვევებს 10-დან 10-მდე გამოუმუშავებს, უარეს შემთხვევაში კი 10-დან 8-მდე. მოთამაშეებთან მაქსიმალური მუშაობა ჩემი მოვალეობა და მთავარი ამოცანაა. ამ მხრივ ძალიან კარგი ვარ”, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიდან” კონტეს შესაძლო გაშვების შესახებ არაერთხელ დაიწერა, თუმცა ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი “ლურჯებს” სეზონის ბოლომდე გაწვრთნის.

0.114978