ფეხბურთი

15:13 | 12.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ოქროს ბურთს" დე ბრუინი იმსახურებს"

“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ “ქალაქელების” ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი “ოქროს ბურთს” იმსახურებს. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ბელგიელი ფეხბურთელი არა მარტო წარმოუდგენელ თამაშს აჩვენებს, ასევე აქვს შთამბეჭდავი სტატისტიკა.

“ეჭვგარეშეა, რომ დე ბრუინი იმსახურებს “ოქროს ბურთს”, თუმცა ამ ჯილდოს მოპოვებისათვის მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე უნდა მიაღწიო.

ძნელია იპოვო ევროპაში მასზე უკეთესი ფეხბურთელი. ბელგიელი ყველა თამაშს მაღალ დონეზე ატარებს და შესანიშნავ სტატისტიკასაც აჩვენებს”, - განაცხადა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში 27 წლის მოთამაშემ პრემიერლიგაში 27 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 7 გოლი და 15 საგოლე გადაცემა დაგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107721