სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ისტორია

9:23 | 12.02.2018 | ნანახია 422 - ჯერ

12 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1962- დაიბადა ნანა იოსელიანი. საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებული (სამჯერ საქართველოს სახელით – 1992, 1994 და 1996 წლებში). გოგონათა შორის ევროპის ორგზის დაქალთა შორის, სსრ კავშირის ოთხგზის ჩემპიონი, ქალთა მსოფლიო პირველობის ორი ფინალური მატჩის მონაწილე. ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1876 _ სპორტული ბურთების მწარმოებელი ფირმის დამაარსებელმა, ელ სპალდინგმა თავისი პროდუქციის სარეალიზაციოდ მაღაზია გახსნა.

1909 _ რობერტ ფაულერმა მარათონულ რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:46.52).

1949 _ კანადის ჰოკეისტთა ნაკრებმა დანიას 47:0 მოუგო.

1958 _ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ბილ რასელმა (“ბოსტონ სელტიკსი”), “სირაკუზასთან” გამართული მატჩის მსვლელობისას, 41 მოხსნა განახორციელა. ბოსტონელებმა თამაში 119:101 მოიგეს.

1961 _ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, ბილ რასელმა “უორიორზთან” გამართული მატჩის მსვლელობისას, 40 მოხსნა განახორციელა. შეხვედრა “სელტიკსმა” 136:125 მოიგო.

1982 _ ჰოკეის ეროვნული ლიგის “ედმონტონ ოილერზის” ვარსკვლავმა, უეინ გრეცკიმ რეგულარული პირველობის სეზონში, გოლ პლუს პასის სისტემით, 153 ქულა მოაგროვა, რითიც NHL-ის რეკორდი დაამყარა.

1984 _ თბილისისდინამომწინასასეზონო მზადების პროცესში, გაგრაში, უნგრეთისსაფეხბურთოკლუბჩეპელს” 2:0 მოუგო. ორივე გოლი გრიგოლ ცაავამ გაიტანა. “დინამო” (გუნდს დავითყიფიანიწვრთნიდა)ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ქანთარია (ბალაძე), კეტაშვილი, ჩივაძე (თევზაძე), ჭილაია,ბარათაშვილი (არზიანი), კაკილაშვილი, . სიჭინავა (სვანაძე), სულაქველიძე, გუცაევი, ცაავა(ქოჩკიანი),ჟვანია.

1985 _ ჰოკეის ეროვნულ ლიგაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 37-ე მატჩი ჩატარდა. უელსმა კემპბელს 6:4 მოუგო. შეხვედრა კალგარიში შედგა.

1986 _ თბილისისდინამომწინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში, ჩეხოსლოვაკიისოლომოუცისსაფეხბურთო კლუბსიგმას” 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები გოჩაგოგრიჭიანმა, რევაზჩელებაძემ დარამაზ შენგელიამ გაიტანეს. “დინამო” (მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი) ასეთიშემადგენლობითასპარეზობდა: ბალაძე, მიქაბერიძე, მახარაძე, ცვეიბა, არზიანი, კაკილაშვილი, ჟორდანია (ელოევი),გოგრიჭიანი (რევიშვილი), გუცაევი, ჩელებაძე, შენგელია.

1988 _ დაარსდა საქართველოს ბალახის ჰოკეის ფედერაცია.

1989 _ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ყველა ვარსკვლავის” რიგით 39-ე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 143:134 მოუგო. შეხვედრა ჰიუსტონში გაიმართა.

1991 _ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა მაგიდის ჩოგბურთელებმა ერთიანი ნაკრებით იასპარეზეს.

1994 _ მალტის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის მსვლელობისას, საქართველოს ნაკრებმა ტუნისს2:0მოუგო. გოლები მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი კუდინოვმა გაიტანეს. საქართველო(ნაკრებსალექსანდრე ჩივაძე წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: დევაძე, რევიშვილი, სიდამონიძე,შელია (კაპიტანი), კუდინოვი, გოგიჩაიშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ბერაძე, ქინქლაძე, ყაველაშვილი(ყიზილაშვილი). ლა ვალეტასტა ქალისსტადიონზე გამართულ მატჩს 5 ათასიმაყურებელიდაესწრო.

1994 _ ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში, ზამთრის მეჩვიდმეტე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა.

1995 _ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში “ყველა ვარსკვლავის” რიგით 45-ე მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 139:112 მოუგო. შეხვედრა ფინიქსში გაიმართა.

1995 _ ჯეფ როუზმა, 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (24.37).

1995 _ ბონი ბლერმა, 500 მეტრზე ციგურებით რბოლაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (38.69).

1995 _ მოზეს კიპტანუიმ, დარბაზში 3 კმ-ზე რბენაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:35.15).

1995 _ სან კაიუნმა, ქალთა შორის ჭოკით სიმაღლეზე ხტომაში, მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (4,13 მ).

1998 _ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰოლანდიელი რუუდ გულიტი გაათავისუფლეს. “სტემფორდ ბრიჯელთა” მოთამაშე მწვრთნელად, იტალიელი ჯანლუკა ვიალი დაინიშნა.

2003 _ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა, ტესტ-მატჩში, მოლდოვასთან ფრედ 2:2 ითამაშა.ქართველთაგან გოლები დავით ჩალაძემ და მიხეილ აშვეთიამ გაიტანეს. საქართველო(ნაკრებსალექსანდრეჩივაძე წვრთნიდა) ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ლომაია (ნიკურაძე), აბრამიძე(ქემოკლიძე),შაშიაშვილი (კაპიტანი), დიდავა (მენთეშაშვილი), ამისულაშვილი, სახვაძე, გოგობერიშვილი, ალექსიძე(აშვეთია), ჯიქია (კვარაცხელია), მუჯირი (დარასელია), აფხაზავა (ჩალაძე). თბილისისმიხეილმესხისსახელობის სტადიონზე, თამაშს 7 ათასი მაყურებელი დაესწრო.

2005 _ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავმა, ალენ აივერსონმა რეგულარული პირველობის მატჩში, 60 ქულა მოაგროვა. იმ შეხვედრაში აივერსონის “ფილადელფია სიქსერზმა” “ორლანდო მეჯიქს” 112:99 მოუგო.

2005 _ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “მინესოტა თიმბერვულვზის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფლიპ სონდერსი გადააყენეს.

2005 _ ქალაქ დონეცკში, ლეგენდარული უკრაინელი მძლეოსნის, სერგეი ბუბკას მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ელენე ისინბაევამ სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში მორიგი რეკორდი დაამყარა. ის 4,87 მეტრს გადაევლო.

2005 _ დააპატიმრეს საფეხბურთო “ჩაწყობილ მატჩებში” მონაწილეობაში მხილებული გერმანელი მსაჯი, რობერტ ჰოიცერი. მანამდე მან “ჩაწყობილ მატჩებში” მონაწილე პირებისა და კლუბების დასახელებისას, თბილისის “დინამოზეც” გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ყოფილი არბიტრის თქმით, UEFA-ს თასის 2004-05 წლების გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, “დინამოსა” და ბერძნულ “პანიონისს” შორის გამართული მატჩი, წინასწარი შეთანხმების მიხედვით დასრულდა (2:5).

2005 _ ადრიატიკის თასის გათამაშების მატჩში, ლუბლიანასოლიმპიამ” “სპლიტი” 97:85 დაამარცხა. “ოლიმპიასქართველმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ ბოისამ 30 წუთში 35 ქულა მოაგროვა. ასევესაქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა, მანუჩარ მარკოიშვილმა 15 წუთში, 10 ქულაშესძინალუბლიანელებს.

2006 _ პარიზში გამართულ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირში, საქართველოსნაკრებისწარმომადგენელმა, ზვიად ხანჯალიაშვილმა მძიმე წონით კატეგორიაში, ვერცხლისმედალიმოიპოვა. იგიფინალში, იაპონელ იოჰეი ტაკაისთან დამარცხდა.

2006 _ ტურინში გამართულ ზამთრის მე-20 ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვეს ფრანგმა ანტუან დენერიაზიმ (სამთო-სათხილამურო სპორტი, სწრაფდაშვება, 1:48.80), რუსმა ევგენი დემენტიევმა (თხილამურებით რბოლა. 30კმ. (15+15 კმ) გამოდევნებით; 1:17:00.8), ამერიკელმა შონ უაიტმა (სნოუბორდი, ჰაპლ-პაიპი; 46.8), ნორვეგიელმა ლარს ბისტოლიმ (ტრამპლინიდან ხტომა, K90; 266.5), იტალიელმა არმინ ცოგელერიმ (ციგაობა, ერთადგილიანი; 3:26.088), ჰოლანდიელმა ირენ ვუსტიმ (ციგურებით სირბილი, 3000 მ; 4:02.43) და კორეელმა ჰუინ-სო ანიმ (შორტ-ტრეკი, 1500 მ; 2:25.341).

2007 _ ქართველმა მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ FIFA-ს რეფერის წოდება მოიპოვა.

  1. პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ველორბოლა “ტურ დე ფრანსის” ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ სადოპინგო სკანდალთან დაკავშირებით ყაზახური გუნდი “ასტანა” რბოლაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
  2. ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა დღეს ტრასისგამოცდისასტრაგიკულადდაიღუპა ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი.

ამ დღეს დაიბადნენ

1911 _ ჩარლზ მატიესენი. ნორვეგიელი მოციგურავე. 1500 მეტრზე რბენაში, 1936 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1919 _ ფერუჩიო ვალკარეჯი. იტალიელი საფეხბურთო სპეციალისტი. “სკუადრა აძურას” 1966-74 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, იტალიელებმა 1968 წელს ევროპის ჩემპიონობა მოიპოვეს, 1970 წლის მუნდიალზე კი ფინალში გავიდნენ.რვა წლის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრებმა მხოლოდ ექვსი მატჩი წააგო. ფერუჩიო ვალკარეჯი 2005 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა.

1934 _ ბილ რასელი (აშშ). პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. ამპლუით მეფარე (208 სმ). 1955-56 წლებში გამოდიოდა სან ფრანსისკოს უნივერსიტეტის გუნდში. მისი ლიდერობით გუნდმა ორჯერ მოიპოვა აშშ-ს საუნივერსიტეტო ჩემპიონობა. სან ფრანცისკოელებმა ზედიზედ 55 მატჩი მოიგეს. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიადაზე, რასელი აშშ-ს ნაკრების კაპიტანი იყო. გუნდი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 1956-1969 წლებში, ბილ რასელი “ბოსტონ სელტიკსის” ღირსებას იცავდა და 11-ჯერ გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 1966-69 წლებში, იგი გუნდის მოთამაშე მწვრთნელი იყო და ორჯერ მოიგო NBA-ს ჩემპიონობა. ხუთჯერ დაასახელეს ასოციაციის წლის საუკეთესო კალათბურთელად. 12-ჯერ ითამაშა NBA-ს “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. კარიერის განმავლობაში გააკეთა 14 522 ქულა და ფარიდან ბურთი 21 620-ჯერ მოხსნა. ბილ რასელი წვრთნიდა “სიეტლ სუპერსონიქსსა” (1973-77) და “საკრამენტო კინგზს” (1987-88).

1937 _ ჩარლ ევერეტ დუმასი. ამერიკელი მძლეოსანი. სიმაღლეზე ხტომაში 1956 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. დუმასი მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზეც ფავორიტი იყო, თუმცა რომში იგი რობერტ შავლაყაძემ დაამარცხა.

1952 _ ჰენრიხ რონო. კენიელი სტაიერი. ოთხ დისტანციაზე მსოფლიოს რეკორდი აქვს დამყარებული.

1962 _ ნანა იოსელიანი. საჭადრაკო ოლიმპიადების ხუთგზის გამარჯვებული(სამჯერსაქართველოსსახელით – 1992, 1994 და 1996 წლებში). გოგონათა შორის ევროპის ორგზის და ქალთაშორის, სსრ კავშირისოთხგზის ჩემპიონი, ქალთა მსოფლიო პირველობის ორი ფინალური მატჩისმონაწილე. ვახტანგგორგასლისმესამე ხარისხის ორდენის კავალერი.

1969 _ სტივ ბაკლი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. შუბის ტყორცნაში 2000 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი.

1970 _ ბრაიან როი. ამსტერდამის “აიაქსის” სურინამული წარმოშობის ფეხბურთელი.

1970 _ დელ დემპსი. NBA-ს “სან ანტონიო სპერზის” ფორვარდი.

1972 _ ოუენ ნოლანი. ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “სან ხოსე შარკსის” ფორვარდი.

1974 _ დმიტრი ლოსკოვი. რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” ნახევარმცველი. 2002 წლის მსოფლიოს პირველობაზე რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს კაპიტნობდა.

ამ დღეს გარდაიცვალა

1992 _ ბიპ (ლამბერტუს) ვან კლევერენი. კრივში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი (1928).

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:33 | 12.02.2018
ogafa (7395)

ნანა იოსელიანი

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.097041