ძიუდო

21:04 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილი პარიზის გრან სლემზე ვერცხლს დასჯერდა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) პარიზის გრან სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა 22 წლის ძიუდოისტმა 2018 წლის სეზონის პირველ სუპერტურნირზე, ფინალის გზაზე აზერბაიჯანელი აბდულჰაგ რასულუ, სამხრეთკორეელი ჯაეიონგ ლი, გერმანელი ედუარდ ტრიპელი და იაპონელი კენტა ნაგასავა იპონ-იპონ ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი კიდევ ერთ იაპონელთან – სოიჩირო მუკაისთან შეხვედრის დასაწყისშივე დამარცხდა.

პარიზის გრან სლემზე მოპოვებული ვერცხლის მედლით ბექა ღვინიაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერის პოზიცია გაინაღდა.

დღესვე, ფრანგულ ტატამზე მედლები 81 კილოგრამში მოჭიდავე ვაჟებს შორისაც გათამაშდა და ნუგზარ ტატალაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ცოტა ხანში კი ასევე ბრინჯაოს მედლებისთვის ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და გურამ თუშიშვილიც (+100 კგ) იჭიდავებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112673