ფეხბურთი

19:51 | 11.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას გოლი, კაკაბაძის - გამარჯვება (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის 23-ე ტურში არნემის “ვიტესმა” მოქმედი ჩემპიონი “ფეიენოორდი” დაამარცხა. ამაში საკმაო წვლილი შეიტანა არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ.

როტერდამელები თავიდან იგებდნენ, მაგრამ 43-ე წუთზე ანგარიში ჩვენებურმა გაათანაბრა. კაშია კუთხურის დროს მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა და ახლო მანძილიდან თავური დარტყმით გაიტანა. მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს. აღსანიშნავია, რომ ჯოვანი ვან ბრონხორსტის გუდნმა თამაში 9 ფეხბურთელით დაასრულა.

გურამმა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, მიმდინარე სეზონის ერედივიზიონში მესამე გოლი გაიტანა. აქამდე მან “როდას” და “აიაქსის” დამწუხრება შეძლო. საგულისხმოა ისიც, რომ კაშიამ “ფეიენოორდს” გასულ სეზონშიც გაუტანა. ოღონდ ჰოლანდიის თასზე.

“ვიტესს” 23 ტურში 37 ქულით მეშვიდე ადგილი უკავია. თუმცა მეოთხე ადგილოსან “ფეიენოორდს” მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ესპანეთის ლიგა ადელანტეს 26-ე ტურში ტარაგონას “ხიმნასტიკმა” სტუმრად “ალბასეტე” დაამარცხა (1:0). ტრადიციულად კატალონელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ოთარ კაკაბაძემ, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. “ხიმნასტიკს” 32 ქულით მე-12 ადგილი უკავია და ვერც ლა ლიგაში აღზევებისთვის იბრძვის და არც გავარდნის საფრთხე ემუქრება.

აქვე გეტყვით, რომ ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ექსტრაკლასაში თავი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114942