ფეხბურთი

21:04 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძემ დანიის სუპერლიგაში გაიტანა

ზუსტად ორთვიანი პაუზის შემდეგ დანიის სუპერლიგა განახლდა. ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და სახიფათო ზონას თავი დააღწია ქართველების “სილკებორგმა”. მათე ვაწაძისა და დავით სხირტლაძის გუნდმა მეოცე ტურში “ოლბორგი” მიიღო და დრამატულ მატჩში დაამარცხა – 3:2.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში სხირტლაძემ გახსნა. ქართველმა მერვე წუთზე დაამწუხრა VIDEO მეტოქე. საბოლოოდ, ჩვენებურმა მოედანზე 73 წუთი გაატარა, ხოლო მის ნაცვლად თამაშში ვაწაძე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ “ოლბორგმა” 50-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა. სტუმრებმა კიდევ ერთხელ აღადგინეს წონასწორობა, ხოლო 85-ე წუთზე რიდიჩის გოლით “სილკებორგმა” მაინც მოიგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა ირგუნა. სხირტლაძისთვის მიმდინარე სუპერლიგაში ეს მეხუთე გოლი გამოდგა.

“სილკებორგს” კი 20 ტურის თავზე 23 ქულით მეცხრე პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112105