ფეხბურთი

10:24 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე გადადგომაზე არ ფიქრობს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ იტალიელმა თავად განაცხადა. კონტეს თქმით, იცის, რომ გუნდი ცუდად თამაშობს, მაგრამ შედეგების გამოსწორების იმედი აქვს.

“მაქვს თუ არა იმედი, რომ მომავალ სეზონშიც ვიქნები აქ? – დიახ. არასდროს მიფიქრია გადადგომაზე. თუმცა, როგორც იცით, მწვრთნელი შედეგით ფასდება და ამ ეტაპზე ჩვენი შედეგები წარუმატებელია. ამიტომაც, ყურადღებით ყოფნა გვმართებს.

გულშემატკივრებზე მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია. აქ ყოფნის პირველი დღიდან ისინი ყოველთვის მხარს მიჭერენ და ნამდვილად ვამაყობ ამით. “ჩელსის” ქომაგები ნამდვილად იმსახურებენ მაქსიმუმს”, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსიმ” პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში დიდი ანგარიშებით (0:3, 1:4) წააგო. “არისტოკრატები” დამდეგ მატჩს “ვესტ ბრომვიჩთან” ჩაატარებენ. ამასთან დაკავშირებით, ინგლისელმა ჟურნალისტებმა საინტერესო რამ გაიხსენეს. თავის დროზე რობერტო დი მატეო და ჟოზე მოურინიო “ჩელსიდან” სწორედ “ვესტ ბრომვიჩთან” წაგებული მატჩების შემდეგ დაითხოვეს.

მათი ვარაუდით, კონტესაც იგივე ბედის ელის, თუ მისი გუნდი ვერ გაიმარჯვებს.

0.114391