ფეხბურთი

0:20 | 10.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: "რონალდუ გუნდური მოთამაშის ეტალონია"

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი უნაი ემერი კრიშტიანუ რონალდუს აქებს. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, პორტუგალიელი გუნდის უპირობო ლიდერია და გადამწყვეტ შეხვედრებში თავის სიტყვას ამბობს.

“რეალი” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია თუ ტიტულებს გადავხედავთ. მადრიდში ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ გუნდური მოთამაშის ეტალონია. მნიშვნელოვან მატჩებში ის ყოველთვის ბრწყინავს და არის გუნდის ლიდერი”, - განაცხადა ემერიმ As-თან საუბარში.

შეგახსენებთ, “რეალი” პსჟ-ს 14 თებერვალს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო მატჩი 6 მარტს პარიზში გაიმართება.

0.108926