ფეხბურთი

23:50 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” ვრსალკოს გაუხანგრძლივა

ხორვატიის ნაკრების მარჯვენა მცველმა შიმე ვრსკალკომ “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. მადრიდული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

შიმე “ატლეტიკოში” 2016 წელს “სასუოლოდან” 16 მილიონ ევროდ გადავიდა. მან მიმდინარე სეზონში “ლეიბების” მაისური 14-ჯერ მოირგო და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გასულ სეზონში კი მინდორზე 25-ჯერ გავიდა, 1 გოლი გაიტანა და 2-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

ვრსალკო ხორვატიის ნაკრებში 2011 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ, საკუთარი ქვეყნის მაისური 27-ჯერ მოირგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110651