ფეხბურთი

13:43 | 8.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "უფრო მაღალ დონეზე თამაში შემიძლია"

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნევს, რომ მიუხედავად ასაკისა, კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. პორტუგალიელი ფეხბურთელის განცხადებით, მთავარია ბალანსის დაცვა.

“პერსონალურ დონეზე ყველაფერი ფანტასტიკურადაა. ოჯახი იზრდება და ძალიან ბედნიერი ვარ. რაც შეეხება პროფესიონალურ დონეს – ორი ძალიან კარგი სეზონი მქონდა. მოვიგე ტიტულები, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია კიდევ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო.

ცხოვრება გამოწვევებისგან შედგება. განსაკუთრებით სპორტსმენის შემთხვევაში. ვცდილობ, მაქსიმალურად კარგ ფორმაში ვიყო, რადგან ჩემი პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია.

ახლა ვერ გავაკეთებ იმას, რასაც 20 წლის ასაკში ვაკეთებდი. საჭიროა ბალანსის შენარჩუნება, რადგან განსხვავება მცირე დეტალებშია”, - განაცხადა რონალდუმ.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობს. თუმცა, ესპანურ ლა ლიგაში 17 მატჩში მხოლოდ 8 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11433