ავტოსპორტი

23:51 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

FIA-მ ფორმულა 1-ის 2018 წლის სეზონის მონაწილეთა სია გამოაქვეყნა

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA), ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის 2018 წლის სეზონის მონაწილეთა ოფიცალური სია გამოაქვეყნა. ამ სიაში ორი ახალბედა პილოტია, რომლესმაც უკვე დაუმტკიცდათ მათ მიერ არჩეული ნომრები.

ფორმულა 2-ის მონაკოელი ჩემპიონ შარლ ლეკლერის „ზაუბერს“ 16 ნომერი დაამშვენებს. „უილიამსის“ რუსი ახალბედა სერგეი სიროტკინი კი 35 ნომრით იასპარეზებს.

ოთხ გუნდს ოფიციალური სახელი შეუცვალეს. მაგალითად, „რედ ბულის“ დასახელებას, მისი სპონსორის და პარტნიორის, „ასტონ მარტინის“ სახელი დაემატა. „ტორო როსოს“ ოფიციალური სრული სახელი კი ამიერიდან არის „რედ ბულ ტორო როსო ჰონდა“. „ზაუბერის“ დასახელებაში გამოჩნდა მისი ძრავების მიმწოდებლის, „ალფა რომეოს“ სახელი. „მაკლარენს“ კი ამიერიდან ძველებურად, „მაკლარენ ფ1 ტიმ“ ჰქვია. შარშან მისი სახელი იყო „მაკლარენ-ჰონდა“.

კვლავ ძველი სახელი შეუნარჩუნდა „ფორს ინდიას“, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს გუნდი სეზონის დაწყებამდე შეიცვლის დასახელებას და „ფორს ვან“ გახდება.

ფორმულა 1-ის 2018 წლის სეზონის მონაწილეთა სია

მერსედესი

44 - ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი)

77 - ვალტერი ბოტასი (ფინეთი)

ფერარი

5 - სებასტიან ფეტელი (გერმანია)

7 - კიმი რაიკონენი (ფინეთი)

რედ ბულ-TAG ჰოიერი

3 - დანიელ რიკარდო (ავსტრალია)

33 - მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია)

ფორს ინდია-მერსედესი

11 - სერხიო პერესი (მექსიკა)

31 - ესტებან ოკონი (საფრანგეთი)

უილიამს-მერსედესი

18 - ლანს სტროლი (კანადა)

35 - სერგეი სიროტკინი (რუსეთი)

რენო

27 - ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია)

55 - კარლოს საინს უმცროსი (ესპანეთი)

ტორო როსო-ჰონდა

10 - პიერ გასლი (საფრანგეთი)

28 - ბრენდონ ჰარტლი (ახ. ზელანდია)

ჰაას-ფერარი

8 - რომენ გროჟანი (საფრანგეთი)

20 - კევინ მაგნუსენი (დანია)

მაკლარენ-რენო

2 - სტოფელ ვანდოორნი (ბელგია)

14 - ფერნანდო ალონსო (ესპანეთი)

ზაუბერ-ფერარი

9 - მარკუს ერიკსონი (შვედეთი)

16 - შარლ ლეკლერი (მონაკო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137772