ფეხბურთი

22:35 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფალკაომ ლაზარეთი შეავსო

ფრანგული “მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო ტრავმირებულია. როგორც მონეგასკური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, კოლუმბიელი ფეხბურთელი მოედანზე გასვლას 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ფალკაომ ტრავმა საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში “ლიონთან” (3:2) შეხვედრაში მიიღო, რომელშიც 55-ე წუთამდე ითამაშა.

31 წლის ფალკაოს მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 20 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110633