ფეხბურთი

21:30 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” გუედეში და კონდოგბია დაუბრუნდნენ

“ვალენსიას” ბანაკში კარგი სიახლეებია. ესპანეთის თასის ნახევარფინალში, “ბარსელონასთან” გასამართი საპასუხო მატჩის წინ, “ღამურებს” წამყვანი მოთამაშეები გონსალო გუედეში და ჟოფრი კონდოგბია დაუბრუნდნენ.

ორივე ფეხბურთელმა ტრავმის გამო პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გამოტოვა, რომელშიც “ვალენსია” მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. “ლოს ჩეს” დააკლდებიან ჯეისონ მურილიო, რომელიც ორი თვეა დაშავებულია და ანდრეას პერეირა, რომელიც “ბლაუგრანასთან” მატჩში დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული შეხვედრა “მესტალიაზე” 9 თებერვალს საქართველოს დროით 00:30 საათზე დაიწყება.

0.156153