თამაშგარე

18:58 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული გოლკიპერის სახელობის ღვინო ძალიან პოპულარულია

ალბათ გასაკვირიც კი იქნებოდა, აპენინელ ღვინის მწარმოებლებს იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ჯანლუიჯი ბუფონის სახელობის ღვინო რომ არ ჩამოესხათ. მით უმეტეს, რომ თავად ვეტერან გოლკიპერს ხარისხიანი ღვინო მეტად უყვარს და როგორც მისი მეგობრები და თანაგუნდელები ამბობენ, შანსს არ უშვებს ხელიდან რომ არ დააგემოვნოს.

ჯანლუიჯი ბუფონის სახელობის ღვინოს ამჟამად ერთბაშად სამი იტალიური ღვინის დიდი კომპანია აწარმოებს და ამ ღვინოებზე მoთხოვნაც ცხადია დიდია. როგორც ღვინის მარკეტოლოგები გვამცნობენ, ბუფონის სახელობის ღვინო საკუთრივ იტალიელი ქომაგებისა და ღვინის მოყვარულების გარდა, ტურისტებსაც მეტად მოსწონთ და სამშობლოში საჩუქრად და ერთგვარ სუვენირადაც ბევრს მიაქვს.

ლეგენდარული გოლკიპერის ხელმოწერით გაფორმებულ ბოთლებში ჯიჯის საყვარელ იტალიური ღვინო - კიანტი ასხია და მისი ფასი 15 ევროდან იწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120406