ფეხბურთი

16:48 | 7.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალისგან” დაწუნებული კეინი და ჰარის შურისძიება...

ლონდონის “ტოტენჰემის” თავდამსხმელი ჰარი კეინი წარსულს და კერძოდ, იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც”არსენალში” დაიწუნეს. 24 წლის ინგლისელი ფეხბურთელის განცხადებით, მას შემდეგ “მეთოფეებთან” თამაშის დროს მხოლოდ და მხოლოდ შურისძიებაზე ფიქრობს.

“ერთ დღეს, როდესაც 8 წლის ვიყავი, პარკში მამასთან ერთად ვიყავი. ის მოულოდნელად შეჩერდა და მითხრა: “რაღაც უნდა გითხრა ჰარი, “არსენალს” აღარ სჭირდები”.

არ მახსოვს, რა ვიგრძენი იმ მომენტში, მაგრამ მახსოვს მამაჩემის რეაქცია, როგორ გრძნობდა თავს.

ის არასდროს მაკრიტიკებდა და “არსენალსაც” არასდროს აკრიტიკებდა. მან მითხრა: “ნუ ღელავ ჰარი. იშრომებ უფრო მეტს, წახვალ წინ და სხვა გუნდს იპოვი”.

და, მახსოვს, პირველად როდესაც ვითამაშე “არსენალის” წინააღმდეგ. შესაძლოა, ეს სასაცილოა, მაგრამ ყოველთვის, როცა “მეთოფეების” წინააღმდეგ ვთამაშობ, ვფიქრობ: “ოქეი, ვნახოთ ვინ იყო მართალი და ვინ იყო – არასწორი”, - იხსენებს კეინი.

ჰარი კეინი “არსენალის” აკადემიაში 2001-2002 წლებში ირიცხებოდა. შემდეგ, 2004-2009 წლებში უკვე “ტოტენჰემის” ასაკობრივ გუნდში იყო, ხოლო 2013 წლიდან ძირითადი გუნდის უცვლელი წევრია და დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მიიჩნევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112228