ფეხბურთი

19:32 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – რონალდ კუმანი. როგორც ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 54 წლის სპეციალისტთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

კუმანი ბოლოს “ევერტონში” მუშაობდა. იქამდე კი “აიაქსს”, “ბენფიკას”, პსვ-ს, “ვალენსიას”, “ალკმაარს”, “ფეიენოორდსა” და “საუთჰემპტონს” ედგა სათავეში.

გარდა ამისა, კუმანი 1997-1998 წლებში ჰოლანდიის ნაკრებში გუუს ჰიდინკის სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა.

ჰოლანდიის ნაკრები ბოლო პერიოდში წარუმატებლად თამაშობს. "ნარინჯისფერები" ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130366