ფეხბურთი

15:53 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში ზამთრის შესვენების დაწესებას აპირებენ

ინგლისის პრემიერლიგის ხელმძღვანელობა ჩემპიონატში ზამთრის შესვენების დაწესებას გეგმავს.

როგორც BBC იტყობინება, საკითხის განხილვა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და თუკი სატელევიზიო უფლებების თაობაზე შეთანხმება შედგება, პრემიერლიგაში ზამთრის შესვენებას 2019-2020 წლების სეზონიდან შემოიღებენ. პრემიერლიგის თავკაცთა განცხადებით, ცვლილება უფრო ადრე ვერ მოხერხდება, რადგან სწორედ 2019 წლამდე მოქმედებს სატელევიზიო უფლებებზე ამჟამად არსებული კონტრაქტი. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაშიც, უცვლელი დარჩება ტრადიციული საშობაო გრაფიკი.

პრემიერლიგის გუნდების მწვრთნელები ზამთრის პერიოდში გადატვირთული გრაფიკის გამო ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას და როგორც ჩანს, პროტესტმა შედეგი გამოიღო.

0.111603