ფეხბურთი

11:17 | 6.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: “შესაძლოა, შემადგენლობის შერჩევისას შევცდი”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე პრემიერლიგის ზედიზედ ორ მატჩში დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად იმედოვნებს, რომ მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცემა.

“არისტოკრატები” 26-ე ტურში სტუმრად “უოტფორდთან” 1:4 დამარცხდნენ (VIDEO), მანამდე კი საკუთარ მოედანზე “ბორნმუთს” ვერ გაუმკლავდნენ (0:3).

“არაფერი შეცვლილა - აქ ვრჩები და ვცდილობ, ვიმუშაო. ზეწოლა? რა ზეწოლაზეა საუბარი? მე ვმუშაობ.

რაც შეეხება “უოტფორდთან” მატჩს, ძალიან ცუდად ვითამაშეთ. შესაძლოა, შემადგენლობის შერჩევისას შევცდი, მაგრამ ამ შეხვედრაში რაიმეს შეცვლა ძალიან ძნელი იყო” - განაცხადა თამაშის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა.

“ჩელსი” პრემიერლიგის 26 მატჩში მოპოვებული 50 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117587