ფეხბურთი

21:10 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“ბილბაომ” რიკოს გაუხანგრძლივა

“ბილბაომ” ვეტერან ნახევარმცველს მიკელ რიკოს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა. ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი “სან მამესზე” 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

რიკო “ლომების” ღირსებას 2013 წლიდან იცავს. მან მიმდინარე სეზონში 16-ჯერ ითამაშა, სულ კი “ბილბაოს” მაისურით 163 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარის აღება 13-ჯერ მოახერხა.

მიკელი "ბილბაოში" გადასვლამდე "გრანადაში" თამაშობდა, სადაც 122 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მას ბასკეთის ნაკრებში 4-ჯერ აქვს ნათამაშები.

თეგებიმიკელ რიკო
0.106343