ფეხბურთი

20:45 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედალისთვის სეზონი დასრულდა

“ბეტისის” და მოროკოს ნაკრების ცენტრალური მცველი ზუჰაირ ფედალი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.

29 წლის ფეხბურთელმა ტრავმა შაბათს, “ვილიარეალთან” მოგებული (2:1) საშინაო შეხვედრის 53-ე წუთზე მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მას სრულფასოვანი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და აქილევსის მყესის სერიოზული დაზიანება აღმოაჩნდა. ზუჰაირის სარეაბილიტაციო პროცესი დაახლოებით 6 თვეს გასტანს.

ფედალმა მიმდინარე ლა ლიგაში 15 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124256