ფეხბურთი

11:38 | 5.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზეედორფი ესპანეთში იმუშავებს

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი კლარენს ზეედორფი ლა კორუნიის “დეპორტივოს” გაწვრთნის. როგორც Marca იტყობინება, 41 წლის სპეციალისტსა და ესპანურ კლუბს შორის კონტრაქტი დღეს გაფორმდება.

ზეედორფი “დეპორტივოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კრისტობალ პარალოს შეცვლის, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ ცუდი შედეგების გამო დაითხოვა.

ლა კორუნიელებს ლა ლიგაში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ მხოლოდ 17 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.

კლარენს ზეედორფს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად “მილანში” და “შენჩჟენში” უმუშავია. იტალიური კლუბში მისი მოღვაწეობა მხოლოდ ოთხ თვეს გაგრძელდა, ჩინურ კლუბს კი 2016 წლის ივლისიდან დეკემბრამდე თავკაცობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11409