ფეხბურთი

19:10 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი მუხლის ოპერაციას გაიკეთებს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი მარუან ფელაინი მუხლის ოპერაციას ორშაბათს, დილით გაიკეთებს. აღნიშნული ინფორმაცია "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე საუბრისას დაადასტურა.

პორტუგალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი მოედანს მარტის ბოლოსკენ დაუბრუნდება და მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვება არ მოუწევს. ფელაინიმ მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

0.112788