ფეხბურთი

10:31 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა 2017/18: პირველი წრის შემდეგ ოთხეული გამოიკვეთა, ფავორიტი არა

ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ გათამაშების პირველი წრის დასკვნითი, VII ტური, რომელიც რამოდენიმე დღეზე გადანაწილდა, განსაკუთრებით უხვგოლიანი გამოდგა.

ტურის სასტარტო შეხვედრა 30 იანვარს, ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელშიც ქუთაისის „მართვემ“ აგორას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 1:7 დამარცხდა. „აგორას“ რიგებიდან გამორჩეული გიგა დანელია იყო, რომელმაც პოკერი გაიფორმა. ქუთაისის "მართვეს" მიერ გატანილი ერთადერთი გოლი კი თამაზ გორგოძის ანგარიშზეა.

ფუტსალის ლიგის VII ტური, 2 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა. პირველ შეხვედრაში აფხაზეთი ტატიშვილს დაუპირისპირდა. მიუხედავად საკადრო პრობლემებისა, „მედიკოსებმა“ შეხვედრა ანგარიშის დიდი სხვაობით 10:2 მოიგეს. გამარჯვებულ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო თემურ ექიზაშვილი და თორნიკე ბუკია ვერ დაეხმარა, ასევე ტრავმირებულია გუნდის ლიდერი ვახტანგ ჯვარაშვილი.

ტატიშვილის რიგებიდან ჰეთრიკი ვახტანგ კეკელიამ გაიფორმა, დუბლი კი საკუთარ აქტივში გიორგი სილაგავამ და გიორგი თოთლაძემ ჩაიწერეს.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

მალხაზ მურცხვალაძე, ტატიშვილი: „წინა თამაშისგან განსხვავებით დღევანდელ თამაშში შევეცადეთ ნაკლები შეცდომები დაგვეშვა და ასეც მოხდა. გუნდში არსებობს საკადრო პრობლემები, ექვსმა მოთამაშემ ვითამაშეთ, თუმცა ამის მიუხედავად გამარჯვება მოვახერხეთ, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ჩვენ უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს თამაში და ძალიან გაგვიჭირდება.“

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, სტუ-თელასმა თბილისი 5:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "თელასმა" ზედიზედ წაგებული ორი მატჩის შემდეგ ნავსი გატეხა. შედარებით საინტერესო მატჩის პირველი ნახევარი გამოდგა, როდესაც გუნდებმა არაერთი სახიფათო მომენტი და გოლები გაცვალეს, "ენერგეტიკოსებმა" გადამწყვეტი უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვეს და საბოლოოდ აქტივში დამსახურებული სამი ქულა ჩაიწერეს.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

ავთანდილ ასათიანი, სტუ-თელასის მოთამაშე-მწვრთნელი: “პირველ რიგში ჩემს ბიჭებს მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან ეს ერთი კვირა სერიოზულად მოვემზადეთ,საქმე გვქონდა ძლიერ მეტოქესთან, ჩემი გუნდის მოთამაშეებთან მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა, ნაადრევად იფიქრეს, რომ ოთხეულში და პლეი-ოფში თამაში განაღდებული ქონდათ, ესეთი მიდგომა არასერიოზულია. ყველა მოწინააღმდეგეს პატივი უნდა ვცეთ. თუ ვინმეს გონია, რომ 5:1 იოლად მოვიპოვეთ ძალიან ცდება. ფეხბურთის პირველი კანონია რომ მეტოქეს პატივი უნდა სცე, თუ ჩვენ ამას არ გავითავისებთ ოთხეულში მოხვედრა გაგვიჭირდება.“

დიმიტრი მაყიშვილი, თბილისის მთავარი მწვრთნელი:“მივულოცავ თელასს გამარჯვებას, მეტოქე გამოცდილი იყო, მოქმედი ჩემპიონი. აფხაზეთთან დაშვებული შეცდომები ამ თამაშში გამოვასწორეთ, უბრალოდ მეტოქის გამოცდილებამ დიდი როლი ითამაშა. ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი და მთავარი შეცდომა იყო დაცვაში თამაში. ასევე ჩვენი პრობლემა, როგორც უკვე გითხარით გამოუცდელობაა, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ახალწვეულებს ასეთ თამაშებში არ მივცემ შანს ვერ განვითარდებიან."

ცენტრალური შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა VI ტურის საუკეთესო ფეხბურთელი დააჯილდოვა, რომელიც sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, აგორას ლიდერი, დავით ბობოხიძე გახდა.

ფუტსალის ლიგის მეშვიდე ტური 3 თებერვალს, ბსუ-სა და კოლხის დაპირისპირებით დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში კოლხმა „შავიზღვისპირელები“ ანგარიშის დიდი სხვაობით 11:3 დაამარცხა. გამარჯვებულთა რიგებში ჰეთ-რიკით ომითი გამოირჩა, ხოლო ორ-ორი გოლი ჰოსეინზადესა და ჭოხონელიძის ანგარიშზეა.

მეშვიდე ტურით, ფუტსალის ლიგის პირველი წრე დასრულდა. სატურნირო ცხრილს 16 ქულით „აგორა“ ლიდერობს. 15-15 ქულით მეორე და მესამე ადგილებს „თელასი“ და „ტატიშვილი“ იყოფენ, ხოლო მეოთხე პოზიციას 14 ქულით „კოლხი“ იკავებს.

ფუტსალის ლიგის მეორე წრე ქუთაისში 6 თებერვალს მართვესა და თელასის დაპირისპირებით დაიწყება, მატჩი ქუთაისის სპორტის სასახლეში 13:30 გაიმართება.

30.01.2018.ფუტსალის ლიგა.VII ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)

მართვე (ქუთაისი) - აგორა 1:7 (1:3)

გოლები: 0:15’ დანელია (0:1), 04:37’ დაჩანიძე (0:2), 04:57’ ჩიმაკაძე (0:3), 06:15’ გორგოძე (1:3), 25:21’ გიორგაია (1:4), 25:55’ დანელია (1:5), 26:43’ დანელია (1:6), 29:48’ დანელია (1:7)

02.02.2018.ფუტსალის ლიგა.VII ტური (ოლიმპიური სასახლე)

აფხაზეთი - ტატიშვილი 2:10 (0:3)

გოლები: 05:31’ სილაგავა (0:1), 13:18’ თოთლაძე (0:2), 15:08’ ონიანი (0:3), 21:23’ ბუჯიაშვილი (ს.კ 0:4), 24:34’ კეკელია (0:5), 24:49’ კეკელია (0:6), 27:06’ სილაგავა (0:7), 29:53’ ი.მამაგულაშვილი (1:7), 30:52’ მურცხვალაძე (1:8), 35:11’ ს.ლომიძე (2:8), 38:00’ თოთლაძე (2:9), 39:41’ კეკელია (2:10)

გაფრთხილება: 14:57’ ი.მამაგულაშვილი (აფხ), 15:25’ კეკელია (ტატ), 22:48’ ჯანიკაშვილი (აფხ), 29:01’ ქირია (აფხ)

სტუ-თელასი - თბილისი 1:5 (2:1)

გოლები: 02:05’ ჭუმბურიძე (1:0), 13:04’ ჯოხაძე (6მ. 1:1), 17:56’ ჭუმბურიძე (2:1), 22:03’ გეგეშიძე (3:1), 31:15’ მაღლაკელიძე (4:1), 33:28’ თოფურია (5:1)

გაფრთხილება: 36:11’ კუხალეიშვილი (თბ)

გაძევება: 13:02’ ჯამბურია (თელ)

03.02.2018.ფუტსალის ლიგა.VII ტური (ოლიმპიური სასახლე)

ბსუ (ბთ) - კოლხი-გულრიფში 3:11(1:5)

გოლები: 09:54’ ომითი (0:1), 13:06’ ჰოსეინზადე (0:2), 14:55’ ჰოსეინზადე (0:3), 15:48’ გ.მახარაძე (1:3), 16:23’ ჭოხონელიძე (1:4), 19:38’ ცხომარია (1:5), 23:54’ ომითი (1:6), 25:05’ ალავერიქჰანი (1:7), 26:00’ ჭოხონელიძე (1:8), 29:06’ გაბუნია (2:8), 33:51’ ომითი (2:9), 35:09’ ღუდუშაური (2:10), 36:01’ ნადირაძე (2:11), 38:52’ ცეცხლაძე (3:11)

გაფრთხილება: 09:29’ ცეცხლაძე (ბსუ), 27:31’ ბროლაძე (ბსუ), 29:58’ ასამბაძე (ბსუ)

ბომბარდირები: გიორგი სილაგავა (ტატიშვილი), გიგა დანელია (აგორა) – 10, ვახტანგ კეკელია (ტატიშვილი), ჰოსეინზადე (კოლხი) - 8

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: “სოკარი“ტელეკომპანია „SILK“,„ნაბეღლავი“,იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი „ლელო”

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121741