სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ავტოსპორტი

4:20 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს 2018 წლის სეზონი 25 რბოლისგან შედგება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„ტოიოტასთან“ კონტრაქტის გაფორმება და მასთან ერთად, გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში (WEC) მონაწილეობა ნიშნავს, რომ ფერნანდო ალონსოს მეტად გადატვირთული კალენდარი ექნება. მასში 25 რბოლა შედის. ამასთან, ივლისში მას ოთხ რბოლაში მონაწილეობა მოუწევს.

ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის სეზონს ფ1-ის ოთხი (ავსტრალია, ბაჰრეინი, ჩინეთი და აზერბაიჯანი) რბოლა გახსნის. შემდეგ კი, სპა-ფრანკორშანზე, შედგება მისი დებიუტი WEC-ში, სადაც 6-საათიან რბოლაში გამოვა.

ალონსოს კალენდარში ყველაზე დაძაბული მონაკვეთი, ფ1-ის კანადური დიდი პრიზის შემდეგ დაიწყება. აქედან მოყოლებული, ის ერთკვირიანი ინტერვალებით, ხუთ რბოლაში, მათ შორის, ლე მანის 24-საათიან რბოლაში (16-17 ივნისს) გამოსვლა მოუწევს.

სეზონის ბოლოს კი მას სამ კვირაში უზარმაზარი მანძილის ფრენა მოუწევს მექსიკიდან სან პაულუში, შემდეგ შანჰაიში, იქიდან კი აბუ დაბიში. სხვათა შორის, ორი ჩემპიონატის კალენდარი მხოლოდ ერთხელ იკვეთება. ეს 21 ოქტომბერს მოხდება, როცა ფ1-ს ოსტინში (აშშ) აქვს ეტაპი, WEC კი ამ დროს ფუძის (იაპონია) რბოლას გამართავს.

მაგრამ არაა გამორიცხული, რომ ფუძის რბოლის თარიღი შეიცვალოს და ამ შემთხვევაში, ალონსო იქაც იასპარეზებს და ეს მისი 26-ე რბოლა იქნება. WEC-ის კალენდარში გადაადგილებას „ტოიოტა“ ეშურება, რომელსაც სურს, რომ საშინაო რბოლაში, მისი პროტოტიპით ფ1-ის ორგზის ჩემპიონმა იასპარეზოს, ვინც იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თუ ასე მოხდა, ალონსო შეიძლება WEC-ის 2018-2019 წლების სუპერ სეზონშიც გამოვიდეს, რომლის მე-6 ეტაპიც სებრინგის (აშშ) 12-საათიანი რბოლაა, მომდევნო ორი ეტაპი კი ისევ სპა და ლე მანი (სამივე 2019 წელს).

ფერნანდო ალონსოს 2018 წლის სარბოლო სეზონის კალენდარი

25 მარტი ავსტრალია (ფ1), მელბურნი

8 აპრილი ბაჰრეინი (ფ1), სახირი

15 აპრილი ჩინეთი (ფ1), შანჰაი

29 აპრილი აზერბაიჯანი (ფ1), ბაქო

5 მაისი სპას 6 საათი (WEC), ბელგია, სპა-ფრანკორშანი

13 მაისი ესპანეთი (ფ1), ბარსელონა

27 მაისი მონაკო (ფ1), მონაკო

10 ივნისი კანადა (ფ1), მონრეალი

16-17 ივნისი ლე მანის 24 საათი (WEC), საფრანგეთი, სარტე

24 ივნისი საფრანგეთი (ფ1), პოლ რიკარი

1 ივლისი ავსტრია (ფ1), შპილბერგი

8 ივლისი ბრიტანეთი (ფ1), სილვერსტროუნი

22 ივლისი გერმანია (ფ1), ჰოკენჰაიმი

29 ივლისი უნგრეთი (ფ1), ბუდაპეშტი

19 აგვისტო სილვერსტოუნის 6 საათი (WEC), ბრიტანთი, სილვერსტოუნუ

26 აგვისტო ბელგია (ფ1), სპა-ფრანკორშანი

2 სექტემბერი იტალია (ფ1), მონცა

16 სექტემბერი სინგაპური (ფ1), სინგაპური

30 სექტემბერი რუსეთი (ფ1), სოჭი

7 ოქტომბერი იაპონია (ფ1), სუზუკა

21 ოქტომბერი შეერთებული შტატები (ფ1), ოსტინი

28 ოქტომბერი მექსიკა (ფ1), მექსიკო სიტი

11 ნოემბერი ბრაზილია (ფ1), ინტერლაგუში

18 ნოემბერი შანჰაის 6 საათი (WEC), ჩინეთი, შანჰაი

25 ნოემბერი აბუ დაბი (ფ1), იას მარინა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.11696
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X