სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:18 | 4.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთი სხვა სამყაროში, დანარჩენები - ბუნდესლიგაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუნხენის “ბაიერნისთვის” კარგა ხანია ბუნდესლიგა იმ ტურნირად იქცა, სადაც თავს ირთობს და შეიძლება ითქვას, სპარინგობს. ჯერ მხოლოდ 21 ტური მიილია და “რეკორდმაისტერის” უპირატესობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ არავის აზრად არ მოუვა – ეგებ ჩემპიონი სხვა გუნდი გახდესო.

იუპ ჰაინკესის ბიჭებმა კარს მომდგარ ჩემპიონთა ლიგის წინ მორიგი 90 წუთიანი წვრთნა მაინცში ჩაატარეს და რა გასაკვირია, მოიგეს კიდეც. ყველაფერი პირველ ტაიმშივე გადაწყდა. ფრანკ რიბერიმ და ხამეს როდრიგესმა გაიტანეს გოლები. სხვათა შორის, ფრანგმა “ბაიერნისთვის” 114-ე გოლი გაიტანა, მარიო გომესს გადაასწრო და ახლა მიუნხენური გიგანტის ისტორიაში მხოლოდ 10 ფეხბურთელს ჩამორჩება. “ბაიერნი” უახლოეს მდევარს 18(!) ქულიანი ჰანდიკაპით სჯაბნის და გერმანული ფეხბურთის მამებს ახლავე შეუძლიათ “ვერცხლის სინი” მიუნხენში გაამგზავრონ.

აი, თუ ჩემპიონობის ბრძოლაში ვერავინ ჩაერევა, დანარჩენ პოზიციებზე გაწევ-გამოწევაა. თავად განსაჯეთ – “აინტრახტი” ახლა მეექვსე ადგილზეა და თუ კვირას 21-ე ტურის მატჩს მოიგებს, მეორე ადგილზე წამოსკუპდება. იქამდე კი, ამ პოზიციას “ლევერკუზენი” და “ლაიფციგი” ინაწილებენ. პირველმა სტუმრად “ფრაიბურგს” ვერაფერი დააკლო და უგოლო ფრეს დასჯერდა, ხოლო მეორემ ბოლოსკენ გატეხა სტუმრად “გლადბახი” და იმარჯვა.

სამაგიეროდ, ბოლოსკენ გატყდა “შალკე”, რომელსაც ასევე აქვს მოძალებული ამბიცია, რომ მეორე პოზიციაზე გავა. “ხუმარები” მთელი თამაში უგებდნენ წყალწაღებულ “ვერდერს”, მაგრამ ბოლო 10 წუთში ორი გოლი გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ. “ბრემენელმა მუსიკოსებმა” კი, გასავარდნი ზონა 1 ტურის შემდეგ პირველად დატოვეს...

სატურნირო ცხრილის შუაში გაჩხერილმა “ჰერტამ” და “ჰოფენჰაიმმა”, “ვოლლფსბურგმა” და “შტუტგარტმა” კი გოლები გაცვალეს და მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

“ფრაიბურგი” – “ლევერკუზენი” 0:0 (0:0)

“ჰერტა” – “ჰოფენჰაიმი” 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კრამარიჩი (38, პენ), 1:1 კალუ (58)

“მაინცი” – “ბაიერნი” 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 რიბერი (33), 0:2 ხამესი (44)

“შალკე” – “ვერდერი” 1:2 (1:0)

გოლები: 1:0 კონოპლიანკა (24), 1:1 კრუსე (79), 1:2 იუნუზოვიჩი (90)

“ვოლფსბურგი” – “შტუტგარტი” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ორიჯი (24), 1:1 გომესი (60)

“გლადბახი” – “ლაიფციგი” 0:1 (0:0)

გოლები: 0:1 ლუკმანი (88)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.217495
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X