ფეხბურთი

13:46 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩავის სიტყვები ნეიმარზე სიმართლე არ გამოდგა

ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელის, ჩავის სიტყვები ნეიმარის მიმართ სიმართლე არ აღმოჩნდა. პირინელი ნახევარმცველის განცხადებით, მას ასეთი არ არ უთქვამს.

ცოტა ხნის წინ, მედიაში ჩავის შემდეგი სიტყვები გაჩნდა ნეიმარის მიმართ:

“ნეიმარით ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ვიმედოვნებ ის საბოლოოდ ისწავლის მეტოქეების პატივისცემას. ეს “ბარსელონაში” ვერ ვასწავლეთ და მისი გუნდიდან წასვლა ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო”.

თუმცა, როგორც გაირკვა, “ბარსას” ყოფილ ნახევარმცველს ბრაზილიელზე ასეთი რამ არ უთქვამს. შეგახსენებთ, ყველაფერი საფრანგეთის თასზე მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როდესაც ნეიმარმა მეტოქის წამოყენება სცადა, მაგრამ საბოლოოდ, გაწვდილი ხელი უკან წაიღო და თავისი გზა განაგრძო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107911