ფეხბურთი

12:35 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბატშუაი: "შემეძლო კიდევ გამეტანა"

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალწვეული მიჩი ბატშუაი “კიოლნთან” შესრულებული დუბლის შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა. ბელგიელი ფორვარდის განცხადებით, ძალიან ბედნიერია და შეეძლო უფრო მეტჯერ დაემწუხრებინა მეტოქე.

“ბედნიერი ვარ. ეს იყო ჩემი სადებიუტო შეხვედრა და ადვილი არ ყოფილა. შემეძლო მეტი გოლის გატანაც, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვა. ჩვენი მიზანია “დორტმუნდმა” გაიმარჯვოს და რაც შეიძლება მაღალი ადგილი დაიკავოს სატურნირო ცხრილში”, - განაცხადა ბატშუაიმ.

შეგახსენებთ, ბატშუაის “კიოლნთან” ჩინებული დებიუტი ჰქონდა – თავი ორი გოლითა და საგოლე პასით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113737