კალათბურთი

10:43 | 3.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია ორმაგი დუბლის ზღვარზე

ეროვნულ საკალთბურთო ასოციაციაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა “გოლდენ სტეიტ უორიორზმა”. სტივენ კერის გუნდმა სტუმრად “საკრამენტო კინგსი” დაამარცხა 119:104.

ოკლენდელთა რიგებში საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიამ. ქართველი ცენტრი, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, ორმაგი დუბლის ზღვარზე გაისაჯრა და ერთი ზუსტი სტყორცნა დააკლდა ხსენებულ შედეგამდე.

ზაზამ 21:48 წუთში საკუთარ გუნდს 8 ქულა, 13 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. ფაჩულიამ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 5-ჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესო კევინ დურანტი გამოდგა 33 ქულით. სტეფ კარიმ კი 23 ქულა მოუტანა გუნდს.

“გოლდენ სტეიტს” 52 მატჩში 41 გამარჯვების წილ 11 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ლიდერია. “მეომრები” მომდევნო ტურში 4 თებერვალს “დენვერ ნაგეტს” ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115211