ფეხბურთი

19:00 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი შესაძლოა ესპანეთში დაბრუნდეს

ესპანური “ბილბაო” შესაძლოა სახელოვანმა იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩაიბაროს. El Gol Digital-ის ინფორმაციით, ბასკური გუნდის ხელმძღვანელები ამჟამინდელი თავკაცის, ხოსე სიგანდის მუშაობით კმაყოფილები არ არიან და ანჩელოტის მიწვევას გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული იტალიელი ამჟამად უმუშევარია, ხოლო ცოტა ხნის წინ თავად განაცხადა, რომ ნაკრებში მუშაობას, საკლუბო დონეზე დასაქმება ურჩევნია. ანჩელოტის ესპანეთში 2013-2015 წლებში უკვე მუშაობდა, როდესაც “რეალს” ედგა სათავეში.

კარლო ანჩელოტი ბოლოს მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი იყო. იგი იტალიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატიცაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117603