ფეხბურთი

18:04 | 2.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “მანჩესტერი” ორ წელიწადში ყველა ტურნირის მოგების კანდიდატი იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მისი გუნდი ორი წლის შემდეგ ყველა ტურნირის მოსაგებად იქნება მზად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს.

პორტუგალიელის აზრით, აღნიშნულის გაკეთება “იუნაიტედი” წელსაც შეეცდება, მაგრამ 2 წლის შემდეგ მისია უფრო ადვილი შესასრულებელი იქნება.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ტურნირში გამარჯვებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ორი წლის შემდეგ ყველა ტურნირის მოსაგებად მზად უფრო ვიქნებით. ვფიქრობ, ამ დროში ნამდვილად გავხდებით ყველა თასის მოგების კანდიდატები”, - განუცხადა მოურინიომ Bleacher Report-ს.

მიმდინარე სეზონში “მანჩესტერი” პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ინგლისის ასოციაციის თასის მოსაგებად იბრძვის, ხოლო ინგლისის ლიგის თასს უკვე გამოეთიშა.

“წითელმა ეშმაკებმა” მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო თავკაცობთ, ევროპა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის სუპერთასი მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112923