ავტოსპორტი

22:34 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა სამი გამორჩეული მეტოქე დაასახელა

ფორმულა 1-ის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ფ1-ის მოქმედ პილოტებს შორის, თავის სამ ყველაზე ძლიერ მეტოქეს ასახელებს. ის „მაკლარენის“ ფერნანდო ალონსოს, „ფერარის“ სებასტიან ფეტელს და „რედ ბულის“ მაქს ფერსტაპენს გამოარჩევს.

კითხვაზე, თუ „მერსედესი“, „მაკლარენი“, „ფერარი“ და „რედ ბული“ თანაბრი ძალის მანქანებს გააკეთებენ, ამ სამიდან, ყველაზე მეტ კონკურენციას ვისგან ელის, ჰამილტონი პასუხობს: „ჩვენ ოთხი ყველაზე ძლიერი მრბოლი ვართ. მართლა მინდა, რომ მომავალ სეზონში ყველამ შევძლოთ ბრძოლა. ეს განსაცვიფრებელი იქნება“.

გასულ სეზონში მას სამივესთან ჰქონდა დაძაბული ბრძოლები. თვით ალონსოსთანაც კი, რომელიც არაკონკურენტუნარიანი „მაკლარენ-ჰონდათი“ ასპარეზობდა. ამ ბრძოლებმა მას ასწავლა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს მათ: „ყველა განსხვავებულ მიდგომას საჭიროებს. ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს. მაგალითად, სებასტიანზე გასულ სეზონში ვიტყოდი - დაუთმე მეტი სივრცე, რა თქმა უნდა, არა ნეგატიური გაგებით. მაქსს რისკი ახასიათებს. ალონსოსაც მეტი სივრცე სჭირდება და ამასთან, ყველა დანარჩენზე გამოცდილი მრბოლია. ის ურთულესი მეტოქეა. მაქსიც დიდ პატივისცემას იმსახურებს“.

ჰამილტონი დასძენს, რომ ფერსტაპენი მალე კიდევ უფრო სახიფათო მეტოქე გახდება. ამას გამოცდილება მოიტანს: „ის საოცარ რამეებს აკეთებს, თუმცა შემდეგ 10 სეზონში ბევრის სწავლა მოუწევს. არ მგონია, რომ ეს პრობლემა იყოს. უბრალოდ, ძალიან გაჭირდება მისი დამარცხება. მომავალი ბრძოლების სანახავად ფულსაც გადავიხდი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11274