ფეხბურთი

22:10 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მალაგამ" ბელგიელი ფეხბურთელი დაიმატა

ყაზანის "რუბინის" შემტევი მაქსიმ ლესტიენი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით "მალაგაში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლესტიენი "მუსკრონის" აკადემიის აღზრდილია და 2010 წელს "ბრიუგეში" გადავიდა. ოთხი სეზონის შემდეგ მაქსიმი ბელგიელებმა "ალ არაბის" მიყიდეს და ყატარულ კლუბს შემტევი ორი წლის განმავლობაში "ჯენოასა" და პსვ-ში ყავდა განათხოვრებული, 2016 წელს კი მაქსიმი რუსულ გუნდში გადავიდა, სადაც დღემდე ჩატარებულ 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118173