ფეხბურთი

21:45 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლას პალმასმა" ემენიკე ინათხოვრა

"ოლიმპიაკოსის" თავდამსხმელი ემანუელ ემენიკე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ლა ლიგის გუნდ "ლას პალმასში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ნიგერიელი ფეხბურთელი ბერძნულ გრანდში 2017 წლის ზაფხულში "ფენერბაჰჩედან" გადავიდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 შეხვედრაში თავი ოთხჯერ გამოიჩინა. საუკეთესო პერიოდი ემანუელს თუქულ გუნდ "ქარაბუქსფორში" ჰქონდა, რომლის მაისურითაც ჩატარებულ 51 მატჩში 30 გოლი გაიტანა.

0.122431