ფეხბურთი

19:01 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი “დორტმუნდის” ქომაგებს: “მაპატიეთ, გიჟი ვარ”

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი “დორტმუნდის” გულშემატკივრებს გამოემშვიდობა.

გაბონელმა შემტევმა თავის ინსტაგრამზე წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარა, რომ გერმანიიდან წასვლა ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა.

“მინდა დავიწყო ბოდიშით, რომელიც ბოლო თვეში მოხდა. სიმართლე ისაა, რომ წასვლა ჯერ კიდევ ზაფხულში მინდოდა. ახლა სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ იცით, რომ ობა არის გიჟი... დავუშვი შეცდომა, მაგრამ ეს არ მომხდარა გამიზნულად.

არასდროს დავივიწყებ ამ 4.5 წელს. დიდი მადლობა “დორტმუნდს”, გულშემატკივრებს, კლუბს, თანაგუნდელებს, ხელმძღვანელობას. თქვენი ობა”, - დაწერა ინსტაგრამზე ობამეიანგმა.

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგი “არსენალში” 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

0.114905