ფეხბურთი

15:54 | 1.02.2018 | ნანახია [] - ჯერ

“რომამ” “სპორტინგის” ფეხბურთელი დაიმატა

იტალიურმა “რომამ” ლისაბონის “სპორტინგის” მარცხენა მცველი ჯონათან სილვა დაიმატა. 23 წლის ფეხბურთელმა იტალიელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა, თუმცა ზაფხულში მისი სრულად გამოსყიდვაც იქნება შესაძლებელი.

ჯონათან სილვა “რომაში” ემერსონ პალმიერის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ცოტა ხნის წინ ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ “რომაში” გადასვლით, ძალიან მოტივირებული. მინდა მაქსიმუმი გავიღო ამ დიდი ფეხბურთელების გვერდით”, - განაცხადა სილვამ.

ჯონათან სილვა “ესტუდიანტესის” აკადემიის აღზრდილია, ხოლო “სპორტინგში” 2014 წლიდან თამაშობდა. გასული სეზონი კი, იჯარით “ბოკა ხუნიორსში” გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113927